რუსეთში YouTube-ი აღარ იხსნება

რუსეთის ტერიტორიაზე YouTube-ის საიტი და აპლიკაცია აღარ იხსნება, – ინფორმაციას Meduza ავრცელებს.
გამოცემა საიტებისა და სერვისების მუშაობის მონიტორინგის საიტზე დაყრდნობით იუწყება, რომ ვიდეო ჰოსტინგის მუშაობასთან დაკავშირებით, მოსკოვის დროით 11:20 საათისთვის, 5 ათასზე მეტი საჩივარი დაფიქსირდა. საჩივრების უმეტესობა კი, 21 პროცენტი, მოსკოვიდან იყო.
Downdetector-ის სერვისის მასალების თანახმად, YouTube-ის მუშაობის შეფერხება სხვა ქვეყნებში არ დაფიქსირებულა.
Meduza-ს ინფორმაციით, რუსეთში, ბოლო კვირების განმავლობაში YouTube-ი შეფერხებით მუშაობდა. გამოცემის წყაროს ცნობით, ეს გამოწვეულია ხელისუფლების გადაწყვეტილებით, შეანელონ ვიდეო ჰოსტინგის მუშაობა. მისი თქმით, ს ხელისუფლებამ ქვეყნის ყველა მსხვილ სატელეკომუნიკაციო ოპერატორს, რომ გეგმავენ, YouTube ვიდეოს სიჩქარე 128 კილობიტამდე წამში შეანელონ.