რუსეთში YouTube აღარ იხსნება

რუსეთში YouTube მასობრივად გაითიშა.
როგორც Reuters წერს, რუსეთის ხელისუფლების მხრიდან პლატფორმის მზარდი კრიტიკის ფონზე, ხუთშაბათს, 8 აგვისტოს, რუსული ინტერნეტ-მონიტორინგის ვებგვერდზე YouTube-ზე ათასობით შეფერხების შესახებ განაცხადეს.
მომხმარებლებმა განაცხადეს, რომ YouTube-ზე წვდომა მხოლოდ VPN-ის საშუალებით შეეძლოთ, რაც იმას ნიშნავს, რომ ვებგვერდი სავარაუდოდ დაბლოკილია ხელისუფლების მხრიდან.
Reuters-ის ცნობით, მათმა რეპორტიორებმა რუსეთში ვერ შეძლეს YouTube-ზე წვდომა. მათივე ცნობით, ვებგვერდი ხელმისაწვდომი დარჩა ზოგიერთი მობილური მოწყობილობის საშუალებით.
„YouTube-ის ჩატვირთვის სიჩქარე მნიშვნელოვნად შემცირდა ბოლო კვირებში, რაშიც რუსი კანონმდებლები ადანაშაულებენ YouTube-ის მფლობელს Alphabet's (GOOGL.O)“, – წერს Reuters.
როგორც გამოცემა Meduza წერს, შესაძლოა, რუსეთის ხელისუფლებამ ვიდეო ჰოსტინგის „შენელებიდან“ მის დაბლოკვაზე გადაინაცვლა.
„მაშინაც კი, თუ ეს არის მოკლევადიანი გათიშვა, რომელიც აიხსნება როგორც „ტექნიკური ხარვეზი“, YouTube-ის მდგომარეობა სულ უფრო საგანგაშო ხდება“, – წერს Meduza.

ასევე დაგაინტერესებთ

“ასაკით ჩემზე პატარა პოლიციელი LA Na სულამანიძე კარგა ხანი დაჟინებით ცდილობდა პატარა ბნელ საკანში მის თვალწინ გამეხადა, თუ გამტეხავდა და გავიხდიდი ბუქნების გაკეთებასაც მომთხოვდა, თუმცა საბედნიეროდ ძალიან კარგად ვიცოდი რისი უფლება ჰქონდა ლანას და რისი მე”