რუსეთში “Mi-28” ტიპის ვერტმფრენი ჩამოვარდა – დაიღუპა ეკიპაჟი

რუსეთში, კალუგის ოლქში, Mi-28 ტიპის ვერტმფრენი ჩამოვარდა. თავდაცვის სამინისტრო ამბობს, რომ ის დაგეგმილ ფრენას ასრულებდა და რომ ეკიპაჟი დაიღუპა.
წინასწარი ვერსიით, ვერტმფრენი ტექნიკური გაუმართაობის გამო ჩამოვარდა.
შემთხვევის ადგილზე ს საჰაერო კოსმოსური ძალების კომისია მუშაობს.
Mi-28 არის თავდასხმის ვერტმფრენი, რომელიც შექმნილია მტრის ჯავშანტექნიკის, საჰაერო სამიზნეების და ცოცხალი ძალის მოსაძებნად და განადგურებისთვის.

ასევე დაგაინტერესებთ