რუსეთში Airbus-ის თვითმფრინავების ნახევარმა, სათადარიგო ნაწილების ნაკლებობის გამო ფრენა შეწყვიტა

ყოველი მეორე Airbus A320/A321 neo თვითმფრინავი წყვეტს რუსეთში ფრენას. რუსული ავიახაზების 66 თვითმფრინავიდან 34 აღარ დაფრინავს. ამის შესახებ რუსული პროპაგანდისტული გამოცემა კომერსანტი ინფორმირებულ წყაროებზე დაყრდნობით წერს.
გამოცემის წყაროების თანახმად, ფრენების შეჩერება ამერიკული Pratt & Whitney (P&W) და French Leap ძრავების სერვისის სირთულეების გამო მოხდა.
გარდა ამისა, თვითმფრინავების ნახევარზე მეტი შეიძლება არ დაბრუნდეს ფრენაში. რუსული ავიაკომპანია S7-ის ფლოტის 20-ზე მეტი თვითმფრინავის ძრავის რესურსი პრაქტიკულად ამოწურულია.
წყაროებმა ასევე აღნიშნეს, რომ P&W-მა გასულ წელს გაიწვია თავისი ძრავები, რითაც აიძულა ავიაკომპანიები შეეწყვიტათ ფრენები, ხოლო Airbus-მა შეწყვიტა ახალი თვითმფრინავების გეგმები ამ ზაფხულს ძრავის დეფიციტის გამო.
ვარაუდობენ, რომ რუსეთში რემონტის არარსებობის შემთხვევაში, A320/A321 neo თვითმფრინავები მასობრივად ჩამოიწერება 2026 წლიდან.

ასევე დაგაინტერესებთ

მარიამ ქვრივიშვილის თვიური ხელფასი 2026 წელს 13 600 ლარი იქნება. მინისტრის პირველი მოადგილე ნინო ენუქიძე თვეში 12 000 ლარს მიიღებს, ხოლო დანარჩენი ხუთი მოადგილის ანაზღაურება 11 600 ლარით განისაზღვრა

სოფიო ქაშაკაშვილი: რაღაცა გრძელვადიანი პროგნოზი და გეგმები შემუშავდება დროთა განმავლობაში… ყველანი ვგრძნობთ ფასების საკითხს და თუ ფანჯარა გამოჩნდება, რომელიც ამ მიმართულებას დაარეგულირებს, მივესალმებით…