რუსეთში 90 ათასამდე მოქალაქე მოითხოვს ნავალნის ცხედრის ოჯახისთვის გადაცემას

23 თებერვლის დილის მონაცემებით, რუსეთში 89 975 მოქალაქეს ჰქონდა საგამოძიებო კომიტეტისთვის გაგზავნილი მოთხოვნა ოპოზიციონერი პოლიტიკოსის, ს ცხედრის მისი ოჯახისთვის გადაცემის თაობაზე. წერილების კამპანია წამოიწყო უფლებადამცველმა ჯგუფმა OVD-Info-მა, რომელიც ოფიციალური წერილების გასაგზავნად იყენებს სერვისს Dyatel-ი (Woodpecker).
OVD-Info აღნიშნავს, რომ კანონი უზრუნველყოფს მოქალაქის უსაფრთხოებას ამ მიმართვასთან კავშირში. “ადამიანის დევნა აკრძალულია, მაშინაც კი, თუკი მიმართვა უწყებების კრიტიკას შეიცავს” – ნათქვამია პუბლიკაციაში.
ალექსეი ნავალნის დედა, ლიუდმილა ნავალნაია ახლახან იუწყებოდა, რომ საგამოძიებო კომიტეტის თანამშრომლები შანტაჟს მიმართავენ, შვილის ცხედრის გადაცემას პირდებიან მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუკი დაკრძალვა ჩაივლის გასაიდუმლოებულად, დამშვიდობების გარეშე.
“ისინი მაშანტაჟებენ, მიყენებენ პირობებს – სად, როდის და როგორ უნდა დაიკრძალოს ალექსეი” – თქვა ნავალნაიამ და დასძინა, რომ გამომძიებელმა გვარად ვოროპაევმა მას ღიად უთხრა, “დრო თქვენზე არ მუშაობს, გვამი იხრწნება”. ნავალნაია ამბობს, რომ განსაკუთრებულ პირობებს არ ითხოვს და სურს ყველაფერი კანონის შესაბამისად მოხდეს.
ოფიციალური ცნობით, ნავალნი 16 თებერვალს გარდაიცვალა არქტიკაში მდებარე კოლონიაში, იგი 47 წლის იყო.
სასიკვდილო დასკვნის თანახმად, პოლიტიკოსი ბუნებრივი მიზეზებით გარდაიცვალა – ამბობს ნავალნის პრესმდივანი, კირა იარმიში. ნავალნის ქვრივი, იულია ნავალნაია აცხადებს, რომ მისი ქმარი მოკლეს.
სიკვდილის მიზეზის დადგენის შემდეგ, კანონის თანახმად, ნავალნის ცხედარი ოჯახის ორი დღე-ღამის განმავლობაში უნდა გადასცენ.

ასევე დაგაინტერესებთ

ზურაბ ჭიაბერაშვილი – „ქართულმა ოცნებამ“ საფრთხის ქვეშ დააყენა ევროკავშირთან ქართველი ხალხის მთავარი მონაპოვარი – უვიზო მიმოსვლა, ამიტომ 26 ოქტომბერს ეს ანტიქართული, პოლიტიკური ძალა უნდა დავამარცხოთ