რუსეთში 83 წლის ქალი პლაკატისთვის „შევაჩეროთ ომი“ დააჯარიმეს

ლენინგრადის ბლოკადას გადარჩენილი 83 წლის ქალი, ლუდმილა ვასილევა პლაკატისთვის „შევაჩეროთ ომი“ რუსეთში 10 ათასი რუბლით დააჯარიმეს.
სანკტ-პეტერბურგის კუბიშევის რაიონულმა სასამართლომ მას ჯარიმა დააკისრა ადმინისტრაციული კოდექსით გათვალისწინებული მუხლით, რომელიც “რუსული არმიის დისკრედიტაციას” ეხება.
2025 წლის 24 თებერვალს, ში ფართომასშტაბიანი შეჭრის მესამე წლისთავზე, ვასილევა ერთი საათით იდგა სავაჭრო ცენტრის წინ, პლაკატით: „ხალხო, შევაჩეროთ ომი! ჩვენ ვართ პასუხისმგებლები მშვიდობაზე დედამიწაზე“.
„მედიაზონის“ ცნობით, ვასილევას მხარდასაჭერად სასამართლოში 60-ზე მეტი ადამიანი მივიდა, თუმცა დარბაზში მხოლოდ ორი მათგანი შეუშვეს. დანარჩენები დერეფანში ელოდებოდნენ გადაწყვეტილებას.
ლუდმილა ვასილევა 1990-იან წლებში გაიდარის პარტია „ს დემოკრატიული არჩევანის“ წევრი იყო. ის რეგულარულად მონაწილეობს ანტისაომარ აქციებში და საჯაროდ გმობს ს ანექსიასა და რუსეთის ომს ში. იგი არაერთხელ დაუკავებიათ მშვიდობიან პროტესტებში მონაწილეობის გამო.

ასევე დაგაინტერესებთ

სალომე ზურაბიშვილი – ყველა რეაქცია, რაც რეჟიმის ლიდერებისა და სუს-ის გამოძებისგან მოვისმინეთ, არის აბდაუბდა – საჭიროა, უცხოური ორგანიზაციები ჩაერთონ გამოძიებაში, რომ გავიგოთ ზუსტად, რა ქიმიური ნივთიერება იყო გამოყენებული

ვოლოდიმირ ზელენსკი – გრძელი და არსებითი სატელეფონო საუბარი მქონდა სტივ უიტკოფთან და ჯარედ კუშნერთან – უკრაინა აპირებს ამერიკულ მხარესთან კეთილსინდისიერად მუშაობის გაგრძელებას, რათა მიაღწიოს მშვიდობას