რუსეთში 77 წლის ფიზიკოსს 14-წლიანი პატიმრობა მიუსაჯეს – დეტალები

სანქტ-პეტერბურგის სასამართლომ 21 მაისს 77 წლის რუს ფიზიკოსს, ანატოლი მასლოვს მკაცრი რეჟიმის კოლონიაში 14-წლით პატიმრობა მიუსაჯა. სასამართლომ ის დამნაშავედ სახელმწიფოს ღალატში ცნო.
ბრალდების მტკიცებით, მასლოვმა რუსული ჰიპერბგერითი იარაღის შესახებ სახელმწიფო საიდუმლოები ინფორმაცია უცხოეთში გაამჟღავნა. თუმცა, სამეცნიერო ჟურნალმა T-Invariant-მა გამოაქვეყნა სტატია, რომელშიც ნათქვამია, რომ მეცნიერის დაკავება უკავშირდება მის მონაწილეობას ევროკავშირის ჰიპერბგერითი იარაღის კვლევის პროექტში, რომელიც მიზნად ისახავდა რუსეთსა და ევროკავშირს შორის სამეცნიერო თანამშრომლობის გაძლიერებას.
ფიზიკოსის მხარდასაჭერად განცხადება გაავრცელა ს მეცნიერებათა აკადემიის ს ფილიალის თეორიული და გამოყენებითი მექანიკის ინსტიტუტმაც, სადაც მასლოვი მთავარი მკვლევრის პოზიციაზე მუშაობდა.
დახურულ კარს მიღმა ჩატარებულ სასამართლო სხდომაზე მეცნიერმა ყველა ბრალდება უარყო.
მასთან ერთად ღალატის ბრალდებით დააკავეს პროექტში მონაწილე კიდევ რამდენიმე მეცნიერი. მასლოვის ადვოკატის, ოლგა დინზეს თქმით, თებერვალში ფიზიკოსმა ინფარქტი მიიღო, რის გამოც მისი საავადმყოფოში გადაყვანა გახდა საჭირო.