რუსეთში 67 ათასზე მეტი მოქალაქე ოფიციალურად მოითხოვს ნავალნის ცხედრის ოჯახისთვის გადაცემას

რუსეთში 67 ათასზე მეტმა მოქალაქემ საგამოძიებო კომიტეტს გაუგზავნა ოფიციალური წერილები, რომლებითაც მოითხოვენ ს ცხედრის ოჯახისთვის გადაცემას – იუწყება მედიასაშუალება Meduza, იმ ფონზე, როცა ქვეყანაში იზრდება უკმაყოფილება კრემლის ოპონენტის ცხედრის გამოჩენაზე უარის გამო შესაბამისი უწყებების მხრიდან. წერილების კამპანია წამოიწყო უფლებადამცველმა ჯგუფმა OVD-Info-მა, რომელიც ოფიციალური წერილების გასაგზავნად იყენებს სერვისს Dyatel-ი (Woodpecker).
ევროკავშირი მოითხოვს დამოუკიდებელი გამოძიების ჩატარებას ნავალნის სიკვდილის გარემოებებზე არქტიკაში მდებარე ციხეში. ს პრეზიდენტის, ვლადიმირ პუტინის კრიტიკოსის სიკვდილი რუსეთში 16 თებერვალს გამოაცხადეს.
ნავალნის ქვრივი, იულია ნავალნაია ქმრის სიკვდილში საჯაროდ ადანაშაულებს პუტინს და აცხადებს, რომ გააგრძელებს ბრძოლას კრემლის წინააღმდეგ და დამნაშავეთა დასასჯელად.

ასევე დაგაინტერესებთ