რუსეთში, 2 წელში, ანტისაომარი განწყობებისთვის 20 000 ადამიანი დააკავეს, 267 – დააპატიმრეს

ომის დაწყებიდან დღემდე, რუსეთში, ანტისაომარი განწყობების მქონე 20 000 ადამიანი დააკავეს, 267 მათგანს კი პატიმრობა მიუსაჯეს. ანგარიშს დამოუკიდებელი რუსული მედია ОВД-Инфо ავრცელებს.
კვლევის მიხედვით დაპატიმრებულთა საშუალო სასჯელი 4.5 წელს შეადგენს. დაპატიმრებულთა შორის არიან ოკუპირებული ს მაცხოვრებლებიც.
ყველაზე ხშირად საქმეებს ინტერნეტში გავრცელებული ვიდეობისთვის, პოსტებისთვის და ფოტოებისთვის აღძრავს. მეორე ყველაზე გავრცელებული დანაშაული სამხედრო გაწვევის პუნქტებისთვის ცეცხლის წაკიდებაა.
ანგარიშის მიხედვით, ყველაზე ხშირად აკავებენ სოციალურ ქსელ ВКонтакте-ში გამოთქმული ანტისაომარი განცხადებებისთვის. მეორე და მესამე ადგილებზეა Telegram და Instagram.
რეგიონებს შორის, დაკავებების რაოდენობით პირველ სამ ადგილზე მოსკოვი, სანქტ-პეტერბურგი და თათრეთის რესპუბლიკაა. მეოთხე ადგილზეა ანექსირებული ყირიმი.