რუსეთში 15-წლიან პატიმრობას უსჯიან ქალს, რომელმაც საქველმოქმედო ორგანიზაციას 50 დოლარი ჩაურიცხა

რუსული პროკურატურა სა და -ის მოქალაქე ქსენია კარელინასთვის 15-წლიანი პატიმრობის შეფარდებას ითხოვს იმ თანხის გაღებისთვის, რაც, მათი თქმით, უკრაინულმა ჯარმა აღჭურვილობის შესაძენად გამოიყენა.
კარელინამ 50 დოლარი გადაურიცხა საქველმოქმედო ორგანიზაციას, რომელიც ს უჭერს მხარს. ბრალდებულმა ეს ქმედება სასამართლოშიც აღიარა.
ამის შესახებ ინფორმაციას BBC ავრცელებს.
კარელინა, რომელიც მოყვარული ბალერინაა და სპა-სალონში მუშაობს, წლებია ამერიკაში, ლოს-ანჯელესში ცხოვრობს და ორმაგი მოქალაქეობაც აქვს. ის რუსეთის უშიშროების ფედერალურმა სამსახურმა თებერვალში დააკავა ეკატერინბურგში, ქალაქში, სადაც ის დაიბადა და ოჯახის მოსანახულებლად იყო ჩასული.
კარელინასთვის განაჩენის გამოტანამდე ერთი კვირით ადრე რუსეთსა და დასავლეთს შორის ტყვეთა ყველაზე მასშტაბური გაცვლა მოხდა ცივი ომის შემდეგ.
როგორც კარელინას ადვოკატი ამბობს, პროკურორების მოთხოვნა 15-წლიანი პატიმრობის შესახებ მეტისმეტად მკაცრია, რამდენადაც მისი დაცვის ქვეშ მყოფმა ქალმა გამოძიებასთან ითანამშრომლა.
ადვოკატი მიხაილ მუშაილოვი ასევე აღნიშნავს, რომ კარელინა გასაცვლელ ტყვეებში ვერ მოხვდებოდა, რადგან ეს მხოლოდ მაშინ არის შესაძლებელი, როცა სასამართლოს ვერდიქტი გამოტანილი აქვს და ძალაშია შესული.
„ვერდიქტის გამოტანის შემდეგ, ჩვენ, რა თქმა უნდა, ვიმუშავებთ ამ მიმართულებით“, — განუცხადა ადვოკატმა ჟურნალისტებს.
ქსენია კარელინამ რუსეთი წლების წინ დატოვა, ამერიკის მოქალაქეობა კი 2021 წელს მიიღო. 2024 წლის იანვარში ოჯახის მოსანახულებლად ჩავიდა რუსეთში და ამერიკაში უკან დაბრუნება ვეღარ შეძლო. რამდენადაც გამომძიებლებმა აღმოაჩინეს, რომ მას 2022 წელს 50 დოლარი გადაურიცხავს უკრაინის მხარდასაჭერად 2014 წელს შექმნილ საქველმოქმედო ორგანიზაციაში.
გასული წლის აპრილში ვლადიმირ პუტინმა, მისთვის მიუღებელი აზრის წინააღმდეგ ბრძოლის ეგიდით, ხელი მოაწერა განკარგულებას, რომლის მიხედვითაც ქვეყნის ღალატისთვის მაქსიმალური სასჯელი სამუდამო პატიმრობამდე გაიზარდა. სასჯელის უმაღლესი ზომა მანამდე 20 წელი იყო.
BBC როგორც წერს, ქსენია კარელინას დაპატიმრებისას, მისმა პარტნიორმა, კრის ვან ჰერდენმა, გამოცემას უთხრა, რომ კარელინა ამაყობდა თავისი წარმოშობით და დარწმუნებული იყო, სამშობლოში გადაადგილებას თავისუფლად შეძლებდა. ვან ჰერდენი ახლა კამპანიას აწარმოებს, რომ აშშ-ის მთავრობამ მისი შეყვარებული რუსეთისგან იხსნას.
რუსულ მედიაში გავრცელებული ცნობებით, სასამართლომ გადაწყვეტილება შესაძლოა 8 აგვისტოს მიიღოს.
დასავლეთისთვის გაცვლილ პატიმრებში ერთ-ერთი, The Wall Street Journal-ის ჟურნალისტი ევან გერშკოვიჩი რუსებმა ასევე ეკატერინბურგში დააკავეს და ჯაშუშობას ედავებოდნენ. გერშკოვიჩს 16-წლიანი პატიმრობა ელოდა. მას ბრალი არ უღიარებია. ქსენია კარელინას საქმე სწორედ იმ მოსამართლეს აბარია, რომელმაც გერშკოვიჩს გამოუტანა განაჩენი.
ასევე წაიკითხეთ:
რუსეთმა და დასავლეთმა 24 პატიმარი გაცვალეს — მედია

ასევე დაგაინტერესებთ