რუსეთში ჯარში გაწვევის ასაკი 30 წლამდე გაზარდეს

რუსეთის მთავრობამ დადგენილება მიიღო, რომლის მიხედვით 2024 წლის 1-ლი იანვრიდან შეიარაღებულ ძალებში გაწვევის ასაკი 18-30 წელი იქნება. აქამდე მოქმედებდა წესი, რომლითაც ჯარში 18-დან 27 წლამდე იწვევდნენ. ინფორმაციას Deutche Welle ავრცელებს.
ს სახელმწიფო დუმამ შესაბამისი საკანონმდებლო ცვლილებები 25 ივლისს მიიღო. თავდაპირველად სავალდებულო სამხედრო სამსახურის როგორ ზედა, ასევე ქვედა ზღვრის გაზრდა იგეგმებოდა, ანუ ის 21-30 წლამდე უნდა ყოფილიყო, მაგრამ შემდეგ ზედა ზღვარი დუმამ გაზარდა, ხოლო ქვედა – არა.
ამ გადაწყვეტილების მიხედვით, შეიარაღებულ ძალებში გაწვევა დამატებით 2 მლნ-მდე ადამიანს შეეხება. ანუ თუ ახლა გაწვევა 6,8 მლნ ადამიანს ეხება, ახალი წესის მიხედვით, ის 9,14 მლნ-ს შეეხება.
კანონში ცვლილების შეტანის ინიციატივით რუსეთის თავდაცვის მინისტრი სერგეი შოიგუ გამოვიდა.

ასევე დაგაინტერესებთ

ალეკო ელისაშვილი – რუსების ყმობა „ქართულ ოცნებას“ სუვერენული ქცევა ჰგონია – თან აგინებენ დასავლეთს და თან იქ უნდათ კარგი ცხოვრება, სად დადიან „საგულაოდ“, ვორონეჟში თუ ნიჟნი-ტაგილში? – ყოველ შაბათ-კვირას ევროპაში არიან

ილია დარჩიაშვილი – სასიხარულო ამბავია, რომ ჩინეთის ჰონგ-კონგის სპეციალური ადმინისტრაციული რეგიონის გადაწყვეტილებით, საქართველოს მოქალაქეები სავიზო შეზღუდვების გარეშე იმოგზაურებენ