რუსეთში ხუთწლიან პატიმრობას ითხოვენ მედიასაშუალება “მედუზის” დამფუძნებლისთვის

რუსეთში ბრალდების მხარე ხუთწლიანი პატიმრობის მისჯას ითხოვს მედიასაშუალება “მედუზის” გამომცემლისთვის, გალინა ტიმჩენკოსთვის – “არასასურველად” გამოცხადებული ორგანიზაციის ხელმძღვანელობის საქმის ფარგლებში, იუწყება გამოცემა “მედიაზონა”.
პროკურორი ასევე მოითხოვს ტიმჩენკოს ხუთი წლის განმავლობაში აეკრძალოს ხელმძღვანელ თანამდებობებზე მუშაობა.
ტიმჩენკოს წინააღმდეგ აღძრულ სისხლის სამართლის საქმეზე ინფორმაცია გავრცელდა 2025 წლის მაისის ბოლოს. ამის საბაბი გახდა გერმანული მედიაკომპანია DW-სთვის მიცემული ინტერვიუ და მისი მიმართვა “მედუზის” მკითხველებისადმი.
გამოძიების ვერსიით, “მედუზის” შექმნისას ტიმჩენკო “განიცდიდა სიძულვილს და უპატივცემულობას ქვეყნის სახელმწიფოებრივი მოწყობის” და “მოქმედი ხელისუფლების საშინაო და საგარეო პოლიტიკის” მიმართ; ხოლო, როცა გამოცემა 2023 წლის იანვარში “არასასურველ ორგანიზაციად” გამოცხადდა, ის მას მაინც ამუშავებდა.
ოქტომბერში რუსეთის საგამოძიებო კომიტეტმა გაავრცელა ცნობა ტიმჩენკოს დაუსწრებლად დაპატიმრებაზე. რუსეთს ტიმჩენკოზე საერთაშორისო ძებნა აქვს გამოცხადებული
გალინა ტიმჩენკომ “მედუზა” შექმნა 2014 წელს – მას მერე, რაც ის ცენზურის გამო გაათავისუფლეს გამოცემა Lenta.ru-დან, სადაც მთავარ რედაქტორად მუშაობდა. მაშინ ტიმჩენკოს თან გაჰყვა ჟურნალისტთა გუნდის დიდი ნაწილი.
2021 წელს რუსეთის ხელისუფლებამ “მედუზა” გამოაცხადა “უცხოეთის აგენტად”, 2023 წელს – “არასასურველ” ორგანიზაციად. გამოცემის არაერთ ჟურნალისტს ედავებიან თანამშრომლობას “არასასურველ” ორგანიზაციებთან. რუსეთის კანონმდებლობით, ეს, შესაძლოა, სისხლისსამართლებრივი დევნის საფუძველი გახდეს.

ასევე დაგაინტერესებთ

„სისხლის სამართლის კოდექსს“ ახალი მუხლი ემატება სახელწოდებით: „ექსტრემიზმი კონსტიტუციური წყობილების წინააღმდეგ“ – აღნიშნული ქმედება გამოიწვევს ჯარიმას, საზოგადოებისთვის სასარგებლო შრომას 600 საათამდე ან პატიმრობას 3 წლამდე ვადით

ვახტანგ ძაბირაძე: ის, რაც ქალბატონმა მაკა ბოჭორიშვილმა ილაპარაკა, ეს არა თუ ხელისუფლების წარმომადგენელმა, არამედ ნებისმიერმა ქართველმა სადმე შეიძლება თქვას. მხედველობაში მაქვს ის, რომ საქართველოს კარგი გეოგრაფია აქვს და ასე შემდეგ