რუსეთში ხორბლის თესვის მაჩვენებელი ბოლო 11 წლის მინიმუმზეა

რუსეთში ხორბლის თესვის მაჩვენებელი ბოლო 11 წლის მინიმუმზეა
რუსეთში წლევადნელი ძლიერი გვალვის გამო ზამთრის კულტურების გაშენება მეტად მძიმე მდგომარეობაშია, რამაც მარცვლეულის მომავალი წლის მოსავალზე შესაძლოა, სერიოზულად იმოქმედოს.
ინფორმაციას Reuters დარგის ანალიტიკოსებსა და აგროკომპანიებზე დაყრდნობით ავრცელებს.
კერძოდ, საკონსულტაციო კომპანია Sovecon-ის გამაფრთხილებელი პროგნოზით, რუსეთში ხორბლის თესვის მაჩვენებელი ბოლო 11 წლის განმავლობაში ყველაზე დაბალ დონემდე დაეცა, რაც მარცვლეულის 2025 წლის მოსავლის პერსპექტივას აუარესებს.
ასევე, საკონსულტაციო კომპანია IKAR-ის ხელმძღვანელ დიმიტრი რილკოს შეფასებით, “სიტუაცია ზამთრის კულტურებთან დაკავშირებით მეტად რთულია და შესაძლოა, დრამატულ სცენარში გადაიზარდოს.” რილკოს ცნობით, განსაკუთრებით მძიმე მდგომარეობა ვოლგოგრადისა და სარატოვის ოლქებშია, რომლებიც რუსეთში მარცვლეულის მეოთხე და მეექვსე უმსხვილესი მწარმოებელი რეგიონებია.
კომპანია Aeon Agro, რომელიც პენზასა და სარატოვის ოლქებში 240 ათას ჰექტარზე მეტ ფართობს ამუშავებს, ადასტურებს, რომ ”სიტუაცია მეტად კრიტიკულია” და მომავალ წელს ხორბლის მოსავალთან დაკავშირებით პრობლემები იქნება, რადგან “ყველა კულტურა, შარშანდელთან შედარებით, მშრალ მიწაში არის ჩათესილი.” ამასთან, აგროკომპანიებმა წელს ნაკლები მარცვლეული ჩათესეს.
Reuters წერს, რომ ს მსხვილი სასოფლო-სამეურნეო რეგიონები წელს ამინდის ექსტრემალურმა პირობებმა დააზარალა, რაც გაზაფხულის ადრეული ყინვებითა და გვალვებით, ასევე, ძლიერი წვიმებით იყო განპირობებული. კერძოდ, სამხრეთ რეგიონებსა და ვოლგის მხარეს სექტემბერში ექსტრემალური გვალვა დაატყდა, რაც, სავარაუდოდ, კიდევ ორი კვირა გაგრძელდება, ხოლო ს მარცვლეულის რამდენიმე რეგიონმა ძლიერი წვიმების გამო საგანგებო მდგომარეობა გამოაცხადა.
ბიზნესპრესნიუსი