რუსეთში ხელფასების ზრდა მკვეთრად შენელდა – FT

რუსეთში ხელფასების ზრდა მკვეთრად შენელდა – FT
რუსეთში ხელფასების ზრდა მკვეთრად შენელდა, მიუხედავად იმისა, რომ ქვეყანა დაკვირვების ისტორიაში სამუშაო ძალის ყველაზე დიდ დეფიციტს განიცდის, იუწყება Financial Times. ნოემბერში რუსეთში ახალი მუშაკების ხელფასები წინა წელთან შედარებით მხოლოდ 6.9%-ით გაიზარდა (6.6%-იანი ინფლაციის პირობებში), იანვარში კი ეს მაჩვენებელი 18.9%-ს შეადგენდა.
ეს შენელება, რეკორდულად დაბალი უმუშევრობის 2.2%-იანი მაჩვენებლის ფონზე, უკრაინის წინააღმდეგ გაჭიანურებული ომის ფონზე ს ეკონომიკაში მზარდ დისბალანსზე მიუთითებს. „ხელფასების ზრდის შენელება ნიშნავს, რომ სხვა ინდიკატორებიც მიჰყვებიან მას, კერძოდ, მოხმარების დონე და მათთან დაკავშირებული საგადასახადო შემოსავლები“, – განმარტა ელინა რიბაკოვამ, ს ეკონომიკის სკოლის ს ეკონომიკის ექსპერტმა.