რუსეთში წინასწარი პატიმრობა მიუსაჯეს კაცს წარწერისთვის “პუტინმა მოკლა ნავალნი”

სანქტ-პეტერბურგის რაიონულმა სასამართლომ ერთთვიანი წინასწარი პატიმრობა მიუსაჯა ევგენი სმირნოვს, რომელსაც ბრალად ედება წარწერის გაკეთება “პუტინმა მოკლა ნავალნი.” გავრცელებული ინფორმაციით, კაცმა, რომელიც სიძულვილით მოტივირებული ხულიგნობის ბრალდებით დააკავეს, პოლიტიკური ტექსტი ღობეზე 16 თებერვალს დაწერა. მის დაკავებას წინ უძღოდა სახლის ჩხრეკა – ჩხრეკისას პოლიციელებმა ამოიღეს საბანკო ბარათები და კომპიუტერული ტექნიკა. სმირნოვი წინასწარი დაკავების იზოლატორში 18 თებერვალს გადაიყვანეს.
ნავალნი 16 თებერვალს დაიღუპა საგანგებო რეჟიმის კოლონია “პოლარულ მგელში”. მისი სიკვდილის შესახებ დასკვნაში ნათქვამია, რომ პოლიტიკოსი გარდაიცვალა ბუნებრივი მიზეზებით. პოლიტიკოსის მომხრეები მიიჩნევენ, რომ ის მოკლეს.
ნავალნის გარდაცვალების შემდეგ, ს ქალაქებში და საზღვარგარეთ მისი ხსოვნისადმი მიძღვნილი მრავალრიცხოვანი აქციები მოეწყო. პოლიტიკოსის დაკრძალვაზე მოსკოვში 16 ათასზე მეტი ადამიანი მივიდა.

ასევე დაგაინტერესებთ

ავთანდილ წულაძე – ტრამპი უკრაინა-რუსეთის ომთან დაკავშირებით პასუხისმგებლობის არიდებას ცდილობს, მხარეებს მოლაპარაკებებისკენ მოუწოდებს, მაგრამ, ახლა უკრაინაზე და ევროპაზე ისეთ ზეწოლას არ ახდენს, როგორც მანამდე

კაია კალასი – რუსეთს ომის მალე დასრულება არ სურს – მოსკოვი ამ ომს იქამდე არ დაასრულებს, სანამ არ მიხვდება, რომ მისი გაგრძელება არ შეუძლია, ასე რომ, ევროპა უკრაინის მხარდაჭერას გააგრძელებს