რუსეთში წინასწარი დაკავების იზოლატორში პატიმრებმა ორი თანამშრომელი მძევლად აიყვანეს

რუსეთში, როსტოვის ოლქის წინასწარი დაკავების იზოლატორში პატიმრებმა ორი თანამშრომელი მძევლად აიყვანეს, – ამის შესახებ ინფორმაციას ს სახელმწიფო საინფორმაციო სააგენტო TASS-ი ფედერალური სასჯელაღსრულების სამსახურის პრესსამსახურზე დაყრდნობით ავრცელებს.
„როსტოვის ოლქში, ს ფედერალური სასჯელაღსრულების სამსახურის №1 წინასწარი დაკავების იზოლატორში მყოფმა ბრალდებულებმა მთავარი სასჯელაღსრულების სისტემის ორი თანამშრომელი მძევლად აიყვანეს“, – ნათქვამია განცხადებაში.
სამართალდამცავი ორგანოების ცნობით, პატიმრები დანით იყვნენ შეიარაღებულები.
„მძევლებიდან ერთი დაწესებულების ოპერატიული თანამშრომელია, მეორე ინსპექტორ-ზედამხედველია“, – წერს რუსეთის სახელმწიფო საინფორმაციო სააგენტო.
შემთხვევის ადგილზე რუსეთის როსტოვის ოლქის ფედერალური სასჯელაღსრულების სამსახურის უფროსი, ასევე სამართალდამცავი ორგანოებისა და პროკურატურის წარმომადგენლები იმყოფებიან.

ასევე დაგაინტერესებთ

პაველ ჰერჩინსკი – სიმართლე ისაა, რომ საქართველო დღეს უფრო შორს არის ევროკავშირის წევრობისგან, ვიდრე 2023 წელს იყო, როდესაც მას კანდიდატის სტატუსი მიენიჭა – ევროკავშირის გაფართოების ანგარიშის დასკვნები გამანადგურებელია საქართველოს ევროპული მისწრაფებებისთვის

ევროკავშირის ელჩი – ჩვენ აქ ვართ, არსად მივდივართ, გელოდებით, კარი ღიაა, მაგრამ ამ კარში საქართველომ თავისი ხელისუფლებით უნდა გაიაროს – გამანადგურებელი ანგარიში გამომაფხიზლებელი სიგნალი უნდა იყოს, გთხოვთ, დაუბრუნდით ევროინტეგრაციის პროცესს