რუსეთში ჩინური ავტომობილების გაყიდვები რეკორდულად გაიზარდა

რუსეთში ჩინური ავტომობილების გაყიდვები რეკორდულ დონეზეა. მას შემდეგ რაც ჩინური წარმოების ელექტრომობილებზე -მა და ევროკავშირმა ტარიფები გაზარდეს, ს ბაზარი ჩინური ელექტრომობილების მწარმოებლებისთვის ერთგვარი ხსნა აღმოჩნდა.
Financial Times-ის ინფორმაციით, რუსეთ-უკრაინის ომის განმავლობაში რუსეთში ევროპული, კორეული და იაპონური ბრენდების გაყიდვები კრიტიკულად შემცირდა. თუ ომის დაწყებამდე ამ ბრენდების წილი რუსულ ავტობაზარზე, 69%-ს შეადგენდა, წელს 8.5%-მდეა დასული.
ანალიტიკური სააგენტო Autostat-ის დათვლით, ომის განმავლობაში, რუსულ ავტობაზარზე ჩინური ავტომობილების წილი 9%-დან 57%-მდეა გაზრდილი.
2024 წლის 9 თვეში რუსეთში ექსპორტზე 850 ათასი ერთეული ჩინური ავტომობილია გასული. ჩინური ავტომობილებისთვის რიგით მეორე უმსხვილესი საექსპორტი ბაზარი მექსიკაა, სადაც დაახლოებით 400 ერთეული მანქანაა გაყიდული.
რუსეთში გაყიდული ჩინური ავტომობილების 90%-ს შიდა წვის ძრავი აქვთ.
ჩინეთის საბაჟოს მონაცემებით, ჩინელმა ავტომწარმოებლებმა რუსეთში მხოლოდ სექტემბერში $1.8 მილიარდის ღირებულების ავტომობილები გაყიდეს, მაშინ, როცა 2021 წლის ანალოგიურ პერიოდში რუსეთში ავტომობილების ექსპორტით ჩინელმა ავტომწარმოებლებმა სულ რაღაც $96 მილიონის შემოსავალი მიიღეს.