რუსეთში, ჩეჩნეთისა და დაღესტნის რესპუბლიკებში TELEGRAM აიკრძალა

რუსეთში, ჩეჩნეთისა და დაღესტნის რესპუბლიკებში მესინჯერი Telegram აიკრძალა.

დაღესტნის ციფრული განვითარების მინისტრმა იური გამზატოვმა განაცხადა, რომ ფედერალური ხელისუფლების გადაწყვეტილებით რესპუბლიკაში Telegram დაიბლოკა.

“ბლოკირების შესახებ გადაწყვეტილება ფედერალურ დონეზე გადაწყდა. მას ხშირად იყენებენ მტრები, ამის მაგალითია არეულობა მაჰაჩყალის აეროპორტში”. – თქვა გამზატოვმა.

მინისტრმა 2023 წლის 30 ოქტომბერს მაჰაჩყალაში მომხდარი შემთხვევა იგულისხმა, როდესაც ასობით ანტისემიტურად განწყობილი დაღესტნელი აეროპორტის ტერიტორიაზე შეიჭრა. თავდამსხმელებმა Telegram-დან შეიტყეს, რომ აეროპორტში ს თვითმფრინავი დაეშვა, აგრესიულმა ბრბომ აეროპორტის შენობა დააზიანა. მოგვიანებით გაირკვა, რომ ტელეგრამში ყალბი ინფორმაცია გავრცელდა.

გამზატოვმა აღნიშნა, რომ მომავალში ტელეგრამი შეიძლება განიბლოკოს, მაგრამ იქამდე მომხმარებლებს შეუძლიათ “გამოიყენონ ძალიან კარგი ანალოგები, მაგალითისთვის ისეთი, როგორიც არის Vkontakte”.

ჩეჩნეთში პოპულარული პლატფორმის აკრძალვის შესახებ განაცხადა ს დუმის საინფორმაციო პოლიტიკის კომიტეტის წევრმა, ანტონ ნემკინმა:

“ჩეჩნეთსა და დაღესტანში დაიბლოკა ტელეგრამი. შეზღუდვა იძულებითია, ვინაიდან ამ რეგიონებში პლატფორმას არეულობის მოსაწყობად იყენებენ”.

წყარო