რუსეთში ჩამოვარდა სამხედრო-სატრანსპორტო თვითმფრინავი

რუსეთის თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციის მიხედვით, ან-22 დღეს, 9 დეკემბერს ჩამოვარდა დაუსახლებელ ადგილას, სადაც სამაშველო ჯგუფი გაემგზავრა „ეკიპაჟის ბედის დასადგენად“. რუსეთის თავდაცვის სამინისტროს თანახმად, თვითმფრინავი „ჩატარებული რემონტის შემდგომი შემოფრენისას“ ჩამოვარდა. რამდენი ადამიანი იმყოფებოდა ბორტზე, სამინისტროს არ უთქვამს.
რუსეთის სახელმწიფო სააგენტო „ტასი“ ოპერატიულ სამსახურებზე დაყრდნობით წერს, რომ სამხედრო-სატრანსპორტო თვითმფრინავი, რომელშიც 7 ადამიანი იმყოფებოდა უვოდის წყალსაცავის რაიონში ჩამოვარდა.
ან-22 ტიპის თვითმფრინავებს იყენებს დიდ მანძილზე მძიმე საბრძოლო ტექნიკისა და სამხედრო ძალების პირადი შემადგენლობის ტრანსპორტირებისთვის და საჰაერო დესანტის გადასხმის მიზნითაც.
ივანოვოს ოლქში, სადაც თვითმფრინავი ჩამოვარდა, რუსეთის თავდაცვის სამინისტროს სამხედრო-საჰაერო ბაზა აქვს.
ფორუმი

ასევე დაგაინტერესებთ

ნათია ფანჯიკიძე: თემურის მსგავსი ათი რომ გვყავდეს კიდევ, ეს ქვეყანა ელვის სისწრაფით გაიჭრებოდა წინ-მეთქი, ხშირად ვამბობდი. მისთვისაც მითქვამს. საქართველოს ვუსამძიმრებ განსაკუთრებული ადამიანის დაკარგვას

ალექსანდრე დარახველიძე სიძულვილის ენის შემსწავლელ სამმართველოზე – ეფექტი არის – ჩვენი თანამშრომლები ადასტურებენ, რომ თუკი მანამდე ხშირი იყო შეურაცხყოფის შემთხვევები, ბოლო პერიოდში ასეთი ქმედებები მნიშვნელოვნად შემცირდა