რუსეთში შესაძლოა ისტორიაში უდიდესი მასშტაბის დაბრკოლება მოხდა ინტერნეტში

“.RU”-ს ზონაში მომხმარებლებისთვის რამდენიმე საათის განმავლობაში ვერ იხსნებოდა ასობით ვებსაიტი, მობილური აპლიკაცია და სერვისი, მათ შორის Yandex-ის, Sberbank-ის, VKontakte-ს, Ozon-ის, ასევე სახელმწიფო სერვისების პორტალი.
საჩივრები შევიდა არა მხოლოდ ქვეყნის ყველა რეგიონიდან, არამედ საზღვარგარეთ მყოფი მომხმარებლებისგანაც.
ს ციფრული განვითარების სამინისტრომ განაცხადა, რომ წყვეტა მოხდა ტექნიკური პრობლემის გამო, რომელიც დაკავშირებულია DNS პროტოკოლის გაფართოებასთან, რომლის მეშვეობითაც “.RU”-ს დომენის ზონაში ხდება კიბერშეტევების შედეგად IP მისამართის ჩანაცვლების თავიდან აცილება. უწყებამ პირობა დადო, რომ უახლოეს ხანებში აღადგენს რუსულ საიტებზე წვდომას.
არაერთი ექსპერტი აღნიშნავს, რომ ს ხელისუფლებამ დიდი ხანია გამოაცხადა, რომ გეგმავს ქვეყანაში ყველა მომხმარებლის გადაყვანას ეროვნულ DNS სერვერზე და ვარაუდობენ, რომ სწორედ ეს შეიძლება ხდებოდეს ახლა.