რუსეთში შესაძლოა არტისტებს ჩაცმულობაზე შეზღუდვები დაუწესონ

რუსეთში შესაძლოა არტისტებს დრეს-კოდი დაუწესონ. აღნიშნული ინიციატივით სახელმწიფო დუმი დეპუტატი ირინა ფილატოვა მას შემდეგ გამოვიდა რაც 1-ელ ივნისს მომღერალ ოლგა ბუზოვას საკონცერტო გამოსვლა იხილა.
ირინა ფილატოვამ მოუწოდა კულტურის მინისტრს ოლგა ლიუბიმოვას, შემოიღოს „სავალდებულო მოთხოვნები საჯარო წარმოდგენებისთვის განკუთვნილი ტანსაცმლის სტილისთვის“.
ფილატოვას თქმით, საზოგადოება კიდევ ერთხელ აღშფოთდა მომღერალ ოლგა ბუზოვას ღიად ვულგარული იმიჯით, რომელიც უფაში VK Fest-ზე გამოვიდა.
„ასეთი სასცენო იმიჯი და თავხედური ქცევა ბავშვებსა და ახალგაზრდებში ნორმისადმი დამოკიდებულებას აყალიბებს და უვითარებს სწრაფვას, რომ მათთვისაც ყველაფერი დაშვებული იყოს,“ – განაცხადა დეპუტატმა.
ბუზოვას გამოსვლა VK Fest-ზე 1 ივნისს შედგა, რის შემდეგაც მომღერლის ჩაცმულობა საგამოძიებო კომიტეტში გაასაჩივრეს. ბუზოვამ საპასუხოდ ბოდიში მოიხადა და განაცხადა, რომ “ცხოვრობს და მუშაობს სამშობლოს სასიკეთოდ”.
2023 წლის დეკემბერში, დეპუტატმა ფილატოვამ, რომელიც შეუერთდა სახელმწიფო სათათბიროს სამუშაო ჯგუფს ტრადიციული ფასეულობების დასაცავად, გამოაცხადა რომ ამზადებს კანონპროექტს Childfree-ის აკრძალვის შესახებ. ნებაყოფლობით უშვილოები (Childfree) არიან ადამიანები, რომელთაც შეგნებულად გადაწყვიტეს არ იყოლიონ შვილები.

ასევე დაგაინტერესებთ

„საქართველოს ეროვნულ ბანკში ყოველთვის მიგვაჩნდა, რომ ქალების პროპორციული ჩართვა გადაწყვეტილებების მიღებასა და ეკონომიკურ აქტივობაში ქვეყნის გრძელვადიანი მდგრადი ზრდის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი წინაპირობაა“ – ეკატერინე გალდავა