რუსეთში შესაძლოა არასრულწლოვნებისთვის ენერგეტიკული სასმელების მიყიდვა აიკრძალოს

რუსეთის დუმას წარედგინა კანონპროექტი, რომელიც არასრულწლოვნებისთვის მატონიზირებელი სასმელების, მათ შორის ენერგეტიკული სასმელების მიყიდვის აკრძალვას ეხება.
კანონპროექტით შეთავაზებულია გამოყენებულ იქნეს შემდეგი კონცეფცია: „უალკოჰოლო მატონიზირებელი სასმელი“ – უალკოჰოლო სასმელი, რომელიც შეიცავს მატონიზირებელ ნივთიერებებს (კომპონენტებს), მათ შორის მცენარეული წარმოშობის, იმ რაოდენობით, რომელიც საკმარისია ადამიანის ორგანიზმზე მატონიზირებელი ეფექტის უზრუნველსაყოფად, ჩაის, ყავისა და მათი შემცველი სასმელების გამოკლებით.
კანონპროექტი ასევე ითვალისწინებს, რომ თუ უალკოჰოლო მატონიზირებელი (მათ შორის ენერგეტიკული) სასმელების გამყიდველს ეჭვი ეპარება, არის თუ არა მყიდველი სრულწლოვანი, მას უფლება ექნება მოითხოვოს შესაბამისი დოკუმენტი, რათა გადაამოწმოს მომხმარებლის ასაკი.
გარდა ამისა, კანონპროექტის მიხედვით, დაუშვებელია ასეთი სასმელების საცალო ვაჭრობა 500 მილილიტრზე მეტი სამომხმარებლო კონტეინერებით.
კანონი, მიღების შემთხვევაში, 2024 წლის 1-ელი სექტემბრიდან ამოქმედდება.