რუსეთში შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის უფროსის მოადგილე დააკავეს

რუსეთში შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის უფროსის მოადგილე, ვადიმ შამარინი დააკავეს, – ამის შესახებ ინფორმაციას რუსული სახელმწიფო საინფორმაციო სააგენტო TASS-ი ავრცელებს.
„22 მაისს სასამართლომ შამარინს აღკვეთის ღონისძიების სახით ორთვიანი პატიმრობა შეუფარდა. მას ბრალად განსაკუთრებით დიდი ოდენობით ქრთამის აღება ედება“, – წერს რუსული სახელმწიფო საინფორმაციო სააგენტო.
ს შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის უფროსის მოადგილისა და შეიარაღებული ძალების კომუნიკაციების მთავარი სამმართველოს უფროსის, გენერალ ვადიმ შამარინის მიმართ წაყენებული ბრალდება 15 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
შეგახსენებთ, ბოლო რამდენიმე კვირის განმავლობაში რუსეთში თავდაცვის მინისტრის მოადგილე, ტიმურ ივანოვი და თავდაცვის სამინისტროს კადრების დეპარტამენტის უფროსი, იური კუზნეცოვი დააკავეს. ასევე, ვლადიმერ პუტინმა თავდაცვის მინისტრის თანამდებობაზე სერგეი შოიგუს ნაცვლად, ანდრეი ბელუსოვი დანიშნა.

ასევე დაგაინტერესებთ

მეთიუ მილერი სანქციებზე – აღნიშნული ქმედებები თანამშრომლობის ყოვლისმომცველი გადახედვის შედეგია – ვიმედოვნებთ, საქართველოს ხელისუფლება დაუბრუნდება გზას, რომელიც მის ხალხს ასე ნათლად სურს

“სამხრეთ ოსეთისა და აფხაზეთის ხალხების მიმართ ბოდიშის მოხდის, პოლიტიკური და ეკონომიკური ზეწოლის მეთოდებზე უარის თქმისა და სამშვიდობო ხელშეკრულებების ხელმოწერის საფუძველზე, შეიძლება მშვიდობიანი თანაარსებობისა და კეთილმეზობლური ურთიერთობებისკენ მიმავალი პროცესის დასაწყისი გახდეს”