რუსეთში ყოფილ მინისტრ მიხაილ აბიზოვს 12 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯეს

მოსკოვის რაიონულმა სასამართლომ ყოფილ მინისტრ მიხაილ აბიზოვს 12 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. სასამართლოს გადაწყვეტილებით, როგორც ორგანიზებულ-დანაშაულებრივი ჯგუფის წევრი იგი დამნაშავედ ქურდობაში ცნეს.
აბიზოვი ბრალდებას უარყოფს და “თვითნებურ დასკვნად” აფასებს.
ФСБ-მ იგი 2019 წელს დააკავა, როდესაც ს დატოვებას მოსკოვის ვნუკოვოს აეროპორტის ბიზნეს საავიაციო ტერმინალის გავლით ცდილობდა. საგამოძიებო სამსახური მას ენერგეტიკული კომპანიების თანხების გაფლანგვაში ადანაშაულებს.
2012-2018 წლებში აბიზოვს ეკავა ღია მმართველობის საკითხთა მინისტრის პოსტი, მანამდე ხელმძღვანელ თანამდებობებს იკავებდა ენერგეტიკულ და სამთო კომპანიებში და იყო რუსეთის ენერგეტიკული გიგანტის ЕЭС России-ის საბჭოს წევრი.
ამასთან, იგი Forbes-ის უმდიდრესი რუსების რეიტინგში მოხვდა, დაკავებამდე გამოცემამ მისი ქონება 600 მილიონ დოლარად შეაფასა.