რუსეთში ქართული დიასპორის ხელმძღვანელი პუტინთან არსებულ საბჭოში შეიყვანეს

პუტინმა “ქართული დიასპორის ხელმძღვანელი” რუსეთში, დავით ცეცხლაძე პრეზიდენტთან არსებული ერთაშორისი ურთიერთობების საბჭოს შემადგენლობაში შეიყვანა.
პუტინმა ამის შესახებ ბრძანება გამოსცა. ინფორმაციას პუტინის ბრძანების შესახებ რუსული სამთავრობო პროპაგანდისტული მედია ავრცელებს.
„საბჭოს შემადგენლობაში შეყვანილ იქნეს საზოგადოებრივი ორგანიზაციის, „რუსეთში ქართული ფედერალური ნაციონალ-კულტურული ავტონომიის“ პრეზიდენტი დავით ცეცხლაძე“, — ნათქვამია პუტინის ბრძანებაში.
ცეცხლაძე ორგანიზაციას 2021 წლიდან ხელმძღვანელობს.
რუსული მედიის ცნობით, ეს პირველი შემთხვევაა, როცა ქართული დიასპორის წარმომადგენელი შედის ხსენებული საბჭოს შემადგენლობაში.
ს პრეზიდენტთან არსებული ერთაშორისი ურთიერთობების საბჭო 2012 წლიდან მოქმედებს და მისი მიზანია „რუსეთში ერებს შორის თანხმობის ხელშეწყობა“.
რუსულ მედიაში წერენ, რომ მოსკოვსა და თბილისს შორის ურთიერთობა 2008 წლის ომმა დაამძიმა, თუმცა ახლანდელი, ანუ „ქართული ოცნების“ ხელისუფლება ამ შეცდომას აღიარებს. 2008 წლის აგვისტოს ომის გამოძიება არის სა და „ქართული ოცნების“ ერთ-ერთი ძირითადი წინასაარჩევნო დაპირება. მმართველმა გუნდმა უკვე მისცა საკითხს პოლიტიკური შეფასება, რომლის თანახმადაც, „2008 წლის ომი, გარე დაკვეთით, ნაციონალებმა დაიწყეს“ და რუსეთი საქართველოში სამართლებრივი საფუძვლის გარეშე არ შემოჭრილა.
“ქართული ოცნების” ლიდერი ბიძინა ივანიშვილი აცხადებს, რომ მას შემდეგ, რაც აგვისტოს ომის “გაჩაღებისთვის” ნაციონალურ მოძრაობას გაასამართლებს, “ბოდიში უნდა მოვიხადოთ” იმის გამო, რომ ამ პარტიამ 2008 წელს ცეცხლის ალში გახვია ჩვენი ოსი დები და ძმები.
მისი თქმით, “საკუთარი შეცდომების აღიარება, ქართველებსა და ოსებს შორის საუკუნოვანი ძმობისა და მეგობრობის გახსენება იქნება”. ამის შესახებ, ბიძინა ივანიშვილმა გორში ილაპარაკა.
ხელისუფლების ეს რიტორიკა ბოდიშის შესახებ, ექსპერტების შეფასებით, ნიშნავს არა შერიგებას, არამედ დანაშაულის აღიარებას, რაც შესაძლოა ოკუპირებული ტერიტორიების საბოლოო დაკარგვად დაგვიჯდეს.
„ქართული ოცნების“ რიტორიკა დაუფასებელი არ დარჩენილა არც რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის, ს მხრიდან, რომელმაც აღნიშნა, რომ მოსკოვი მზადაა, დაეხმაროს საქართველოს, აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთს, როგორც „მეზობელ ქვეყნებს“, ურთიერთობების ნორმალიზებაში, მათ შორის, თავდაუსხმელობის შესახებ შეთანხმებების გაფორმების მიმართულებით. ეს არის მოსკოვის მიერ არაერთხელ გახმიანებული პოზიცია და მცდელობა, კონფლიქტის მხარის ნაცვლად მედიატორად იქცეს და თბილისს აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონებთან, როგორც დამოუკიდებელ სახელმწიფოებთან, ურთიერთობებში უშუამავლოს.

ასევე დაგაინტერესებთ