“ეს ილია შამუგიაა, მთავრობის ადმინისტრაციის უფროსის მოვალეობის შემსრულებელი.
გულებში ჩასმული მოდელები, ქორწილისთვის დაიქირავა და დააყენა.
კიდევ უამრავი ადამიანი დაიქირავა, კიბეზე უნდა მდგარიყო ზოგი, ზოგის ტაში უნდა დაეკრა მხოლოდ.
რითი დაგვამახსოვრა ილია შამუგიამ თავი?
დეკლარაციის არასწორი შევსებით!
2022 წელს, თბილისში 1.3 მილიონად ბინა შეიძინა, ვერც ამ ფულის წარმომავლობა დაადასტურა და შენაძენის თანხაც დამალა, იმის ნახევარი გადავიხადეო დეკლარაციაში ასე შეავსო.
იმ დროს პარლამენტში მუშაობდა,
2024 წელს დააწინაურეს და ადმინისტრაციის ხელმძღვანელად გადაიყვანეს.
2017 წელს დაიწყო მუშაობა პარლამენტში,
იქამდე რას აკეთებდა?
აჰ, რუსეთში ცხოვრობდა,
ფეხბურთელი იყო ♡
ჰო, საბოლოოდ ასე გამოვიდა
რუსეთში მოღვაწე ფეხბურთელი,
რომლის მშობლები, რუსეთში ნავთობის ბიზნესში არიან,
ჩამოვიდა საქართველოში და ცოტა ხანში,
მთავრობის ადმინისტრაციის ხელმძღვანელი გახდა ♡
რუსეთში ფეხბურთელობიდან,
საქართველოს მთავრობის ხელმძღვანელობამდე,
აბა რა,
აბა რა ♡
მშობლები რუსეთის მოქალაქეები ჰყავს,
ორმაგი მოქალაქეობა აქვთ,
როგორც მედია წერს, ნავთობის ბიზნესში არიან,
რუსეთში,
ნავთობის ბიზნესში ჰო წარმოგიდგენიათ, პუტინთან ახლობლობა რო არ აქვთ და ნავთობის ბიზნესს ფლობ
♡

ჰოდა ახლა მთავრობის ადმინისტრაციის ხელმძღვანელი,
ასეთ გრანდიოზულ ქორწილს იხდის,
ქანდაკებებად ქირაობს მოდელებს,
მხოლოდ ამისთვის უხდის ფულს!
რა გამახსენდა და პიერ რიშარი რომაა ფილმში,
“სათამაშო”,
ადამიანს რომ ყიდულობენ სათამაშოდ,
აი ის ფილმი..
შეგახსენებთ,
საქართველოში პენსია 350 ლარია,
პენსიონერების უმეტესობას, თვის მეორე ნახევარში, ზეთის ფულიც არ აქვს რომ იყიდოს და კარტოფილი შეწვას;
შეგახსენებთ, ბოლო 13 წელში, რაც ქოცები ხელისუფლებაში არიან, ხალხი უფრო გაღარიბდა და 700 000 სოციალურად დაუცველი ადამიანია ამჟამად საქართველოში;
შეგახსენებთ, დევნილებს 45 ლარს უხდიან თვეში;
მარჩენალდაკარგულებს 100 ლარს;
ომის ვეტერანებს 100 ლარს
და იმ მთავრობის ადმინისტრაციის ხელმძღვანელი,
რომელმაც ის ვერ შეძლო, რომ პენსია 350 ლარი აღარ ყოფილიყო,
ქორწილისთვის ქირაობს მოდელებს,
ქანდაკებებად რომ გადააქციოს და გულის ფორმაში გაშეშებული დააყენოს
მთელი ცერემონიის განმავლობაში!
რა დონის სიგიჟეა ხალხო,
გულის ფორმებში ჩასვა მოდელები
და ფულს იმაში უხდის, რომ იდგნენ გაშეშებულები, თან იმაზე მეტ ფულს უხდის,
ვიდრე ნახევარ წელში უხდიან ბაღის აღმზრდელებს, ბიბლიოთეკარებს, მუზეუმების თანამშრომლებს, აიპების თანამშრომლებს..
დაცინვა არაა ეს?
რომეო რომ დაიჭირეს ამასწინათ,
მინისტრის ყოფილი მოადგილე,
მაგის ცოლს რომ უკვირდა,
რაღა ჩემი კარწიე გაგიკვირდათ,
ყოველი მეორე კარწიეს სამაჯურით დადის თბილისშიო,
მერე რა მოხდა იცით?
ტვინიან ქალს,
ლუი ვიტონების ჩანთის ჭერაც კი აუკრძალეს,
ხალხი გაღატაკებულია
და არჩევნებამდე მაინც მდიდრული აქსესუარებით ნუ ივლითო, გამოუცხადეს დიდქოცობას..
არჩევნებამდეო 

იფიქრეს, იფიქრეს და აქსესუარებით არა
და მდიდრული ქორწილით დაგვამახსოვრეს თავი,
ანუ მშობლები რუსეთის ნავთობკორპორაციებში რომ არიან და იქიდან რომ მდიდრდებიან,
შენ მთავრობის ადმინისტრაციას რომ ხელმძღვანელობ,
იმ არალეგალური მთავრობის,
ცივილიზებულმა სამყარომ რომ არ აღიარა,
მილიონებს რომ იჯიბავ ხალხის ფულიდან,
მერე დეკლარაციასაც არ ავსებ,
სულ არ გედარდება,
სამაგიეროდ მილიონებს იხდი ქორწილში,
რა გენაღვლება რა!
ხალხის ფულით მილიონების შოვნა
და მოდელების ქანდაკებებად გადაქცევა
იცით რა არის?
ამაზე ფსკერი აღარ არსებობს!
ქოცებიდან ვიღაცა ასიათასებს ტორტში იხდის,
ვიღაცა გულებში ტენის გოგოებს
და ასე გაშეშდითო,
ამაში უხდის..
რა აქვთ საერთო ამათ ხალხთან?!
აღარაფერი..” – წერს ქეთი მოლაშვილი სოციალურ ქსელში და ფოტოებს აქვეყნებს.