რუსეთში „უცხოეთის აგენტების შემოქმედების საჯაროდ გამოყენების“ აკრძალვა სურთ

რუსეთის პარლამენტის ქვედა პალატას, სახელმწიფო დუმას წარედგინა ინიციატივა, რომელიც ითვალისწინებს „უცხოეთის აგენტების შემოქმედების საჯაროდ გამოყენების“ აკრძალვას.
დუმას საკანონმდებლო ინიციატივით მიმართა ს მიერ ანექსირებული ს ე.წ. პარლამენტმა. მისმა „თავმჯდომარემ“ ვლადიმირ კონსტანტინოვმა ს სახელმწიფო სააგენტო „რია ნოვოსტის“ განუცხადა, რომ უნდა აიკრძალოს „უცხოეთის აგენტების შემოქმედების საჯაროდ შესრულება, ჩვენება, ტრანსლაცია, გაქირავება, დემონსტრაცია, განთავსება საინფორმაციო-სატელეკომუნიკაციო ქსელებში, მათ შორის ინტერნეტში“.
კონსტანტინოვის თანახმად, დარღვევისთვის ადმინისტრაციული პასუხისმგებლობა უნდა დაწესდეს.
რუსეთში „უცხოეთის აგენტების“ რეესტრში 1050-ზე მეტი ფიზიკური და იურიდიული პირია. მათ შორის არიან მწერლები, მუსიკოსები, მსახიობები, ჟურნალისტები, უფლებადამცველები, პოლიტიკოსები და სამოქალაქო აქტივისტები. ისინი პუტინის პოლიტიკის კრიტიკოსები და ში ომის მოწინააღმდეგეები არიან.
2025 წლის სექტემბრიდან რუსეთში ამოქმედდა საკანონმდებლო ცვლილებები, რომელთა თანახმად „უცხოეთის აგენტებს“ სრულად აეკრძალათ საგანმანათლებლო საქმიანობა.
ფორუმი