რუსეთის იუსტიციის სამინისტრომ “უცხოეთის აგენტების” რეესტრში შეიყვანა პოეტი და ფილოლოგი პოლინა ბარსკოვა.
რეესტრს ასევე დაემატა The Barents Observer-ის ჟურნალისტი, დენის ზაგორიე, პროექტ “გამოსვალი არსებობს” ავტორი, ვასილი სადონინი, უფლებადამცველი ტიმურ ტუხვატულინი, ქალაქ პლესის ყოფილი მერი და პროექტ “დამალული რუსეთის” ავტორი, ალექსეი შევცოვი და მედიაპროექტი “მახვილი კუთხე”.
იუსტიციის სამინისტროს აზრით, რეესტრში მოხვედრილები ავრცელებდნენ არასწორ მონაცემებს, რომლებიც მიემართებოდა რუსეთის არმიის “უარყოფითი სახის” ფორმირებას, ასევე არასწორ ცნობებს ხელისუფლების პოლიტიკაზე და აპროტესტებდნენ უკრაინაში რუსეთის შეჭრას.
· “უცხოეთის აგენტის” ცნება რუსეთის კანონმდებლობაში გაჩნდა 2012 წელს. თავიდან ეს სტატუსი მიემართებოდა არაკომერციულ ორგანიზაციებს, რომლებსაც უცხოეთიდან ჰქონდათ დაფინანსება და რომლებიც პოლიტიკურ სამუშაოს ახორციელებდნენ. შემდეგ კანონის გამოყენება დაიწყეს იურიდიული და ფიზიკური პირების მიმართაც – ძირითადად უფლებადამცველების, ჟურნალისტების, აქტივისტების და მედიის.
· 2025 წელს რუსეთის სახელმწიფო სათათბირომ დაამტკიცა კანონების პაკეტი, რომლითაც გაფართოვდა “უცხოეთის აგენტის” სტატუსის მინიჭების საფუძვლები.
ფორუმი
