რუსეთში ტანკმა მსუბუქ ავტომობილს გადაუარა, მძღოლი ადგილზე გარდაიცვალა

გამომცემლობა პეპელ-ის (Пепел) ცნობით, 24 ივლისს, რუსეთში, ბელგოროდის ოლქში ტანკმა მსუბუქ ავტომობილს გადაუარა, ავტომობილის მძღოლი კონსტანტინ ლოპატკინი ადგილზე გარდაიცვალა.
ჟურნალისტების თქმით, ინციდენტი 24 ივლისის დილას, ბორისოვის რაიონის სოფელ ბერეზოვკაში მოხდა, როდესაც შესახვევიდან გამოსულმა ტანკმა ცენტრალურ გზაზე მოძრაობის წესების დაცვით მიმავალ ნივას მარკის ავტომობილს გადაუარა. გამოძიების თანახმად, მანქანის საჭესთან მყოფ სამოქალაქო პირს გული გაუსკდა და ის ადგილზე გარდაიცვალა.
ავარის შემდეგ ტანკი შემთხვევის ადგილიდან დაახლოებით ას მეტრში გაჩერდა. თვითმხილველების თქმით, ტანკის ეკიპაჟი “შეურაცხად მდგომარეობაში” იმყოფებოდა.
ადგილობრივ ხელისუფლებას მომხდარზე კომენტარი არ გაუკეთებია.