რუსეთში “სუ-30” ჩამოვარდა

რუსეთში ავიაგამანადგურებელი “სუ-30” ჩამოვარდა, ეკიპაჟი დაიღუპა. ამის შესახებ ინფორმაციას რუსული გამოცემა “ინტერფაქსი”
რუსეთის თავდაცვის სამინისტროზე დაყრდნობით ავრცელებს.
უწყების ინფორმაციით, რუსული ავიაგამანადგურებელი“სუ-30” კარელიაში 13 ნოემბერს დაახლოებით 19:00 საათზე სასწავლო ფრენის დროს ჩამოვარდა, ხოლო მისი ეკიპაჟი დაიღუპა.
“თვითმფრინავი უკაცრიელ რაიონში ჩამოვარდა. ფრენა საბრძოლო მასალის გარეშე ხორციელდებოდა. თვითმფრინავის ეკიპაჟი დაიღუპა”,-განაცხადა რუსეთის თავდაცვის სამინისტრომ.

ასევე დაგაინტერესებთ

ლევან მაჭავარიანი – ჩვენთვის თავიდან ბოლომდე დაკარგა ინტერესი, ბრიტანელები რას განაცხადებენ, ვინაიდან ვხედავთ, რომ თავიდან ბოლომდე არიან არაფორმალური ოლიგარქიული მმართველობის, „დიფ სთეითის“ გავლენების ქვეშ

დეკანოზი ანდრია: სასურველია, რომ ახალი კათოლიკოს-პატრიარქის არჩევნებთან დაკავშირებით პოლემიკამ არ მიიღოს ისეთი ხასიათი, რაც საზოგადოებაში განხეთქილებას შემოიტანს. დაველოდოთ სინოდის წევრების გადაწყვეტილებას