რუსეთში სუპერკომპიუტერების წამყვანი ექსპერტი ფსიქიატრიულ საავადმყოფოში გააგზავნეს

რუსი აკადემიკოსი, ცნობილი მეცნიერი, მათემატიკოსი და სუპერკომპიუტერების წამყვანი ექსპერტი სერგეი აბრამოვი, რომელსაც დაუდგენელი ექსტრემისტული დაჯგუფების დაფინანსება ბრალდება, სამი კვირით ფსიქიატრიულ საავადმყოფოში მოათავსეს გამოკვლევისთვის.
ამის შესახებ იტყობინება საიტი T-invariant-ი. საიტის თანახმად, აბრამოვს ფსიქიატრიულ კლინიკაში ათავსებენ 30 ნოემბერს.
მის წინააღმდეგ საქმის გამოძიება დაიწყო აპრილში მას მერე, რაც რუსეთის უშიშროების ფედერალურმა სამსახურმა მის ბინაში ჩხრეკა მოაწყო. მას მერე, ის შინაპატიმრობაში იმყოფება. აბრამოვმა T-invariant-ს უთხრა, რომ მისი საქმე ადასტურებს ქვეყნის მართვაში „კოლოსალურ სისტემურ შეცდომას“.
66 წლის აბრამოვი დანაშაულს არ აღიარებს.
დამნაშავედ მისი ცნობის შემთხვევაში მკვლევარს რვაწლიანი პატიმრობა ემუქრება.

ასევე დაგაინტერესებთ

ირაკლი კობახიძე: ადამიანები, რომლებიც დღეს მთავარ რუსოფობებად არიან დანიშნული, ღიად საუბრობდნენ, რომ რუსი ტურისტი, ფული იყო მათთვის მისაღები, ახლა აქვთ სრულიად განსხვავებული რიტორიკა, განსაკუთრებით, 2022 წლის შემდეგ

ონისე ცხადაძე – 3 დღის წინ საკანში შემოიყვანეს სამი პატიმარი ისე, რომ ჩვენთვის არ უკითხავთ – ხომ მაგრად იცავენ მომეტებული რისკის კრიტერიუმებს?! – გუშინ საღამოს შემდეგ ვითხოვ, რომ მოაგვარონ, მაგრამ არ აკეთებენ, რადგან ეს ხდება განზრახ