რუსეთში სუპერკომპიუტერების წამყვანი ექსპერტი ფსიქიატრიულ საავადმყოფოში გააგზავნეს

რუსი აკადემიკოსი, ცნობილი მეცნიერი, მათემატიკოსი და სუპერკომპიუტერების წამყვანი ექსპერტი სერგეი აბრამოვი, რომელსაც დაუდგენელი ექსტრემისტული დაჯგუფების დაფინანსება ბრალდება, სამი კვირით ფსიქიატრიულ საავადმყოფოში მოათავსეს გამოკვლევისთვის.
ამის შესახებ იტყობინება საიტი T-invariant-ი. საიტის თანახმად, აბრამოვს ფსიქიატრიულ კლინიკაში ათავსებენ 30 ნოემბერს.
მის წინააღმდეგ საქმის გამოძიება დაიწყო აპრილში მას მერე, რაც ს უშიშროების ფედერალურმა სამსახურმა მის ბინაში ჩხრეკა მოაწყო. მას მერე, ის შინაპატიმრობაში იმყოფება. აბრამოვმა T-invariant-ს უთხრა, რომ მისი საქმე ადასტურებს ქვეყნის მართვაში „კოლოსალურ სისტემურ შეცდომას“.
66 წლის აბრამოვი დანაშაულს არ აღიარებს.
დამნაშავედ მისი ცნობის შემთხვევაში მკვლევარს რვაწლიანი პატიმრობა ემუქრება.

ასევე დაგაინტერესებთ

ვიქტორ ორბანი – ევროკავშირი გაყინულ რუსულ აქტივებთან დაკავშირებით წერილობით კენჭისყრას გამართავს, რომელიც კავშირს გამოუსწორებელ ზიანს მიაყენებს – ევროკომისია სისტემატურად არღვევს კანონმდებლობას და ამას ომის გასაგრძელებლად აკეთებს

შალვა პაპუაშვილი – წამყვანი თანამდებობის პირები საათობით დროს ვატარებთ ჟურნალისტებთან და არ გავურბივართ კითხვებს, ეს არის ქართული დემოკრატიის სტანდარტი, რომელთანაც ახლოს ვერ მოდის ზოგიერთი ელჩის სტანდარტი – ფიშერის ფაილი ჩვენთვის დახურულია

შალვა პაპუაშვილი – ევროკავშირი იქცა სიტყვის თავისუფლების შეზღუდვის, კონფლიქტის და არა მშვიდობის ტერიტორიად – სად ვიქნებოდით წნეხისთვის რომ არ გაგვეძლო? იქ, სადაც უკრაინაა, როდესაც აღარც მშვიდობა შეუძლიათ და აღარც ომი