რუსეთში სერგეი შოიგუს ყოფილი მოადგილე კორუფციის ბრალდებით დააკავეს

რუსეთის თავდაცვის ყოფილი მინისტრის, სერგეი შოიგუს ყოფილი მოადგილე, დმიტრი ბულგაკოვი კორუფციის ბრალდებით დააკავეს.
ს საგამოძიებო კომიტეტის ოფიციალური წარმომადგენლის, სვეტლანა პეტრენკოს თქმით, ბრალდებული წინასწარი დაკავების იზოლატორშია გადაყვანილი. მისი თქმით, მიმდინარეობს საგამოძიებო სამუშაოები, რათა დადგინდეს მიზეზები და პირობები, რომლებმაც “ხელი შეუწყო ბულგაკოვის უკანონო ქმედებებს”.
რუსული პროპაგანდისტული მედიის ცნობით, ბულგაკოვი დიდი ხნის განმავლობაში, თანამდებობის გამოყენებით, ლიპეცკის ოლქში გრიაზინსკის რაიონში ერთ-ერთი კვების ქარხნის ინტერესებს ლობირებდა. მათივე ცნობით, ბულგაკოვის წინააღმდეგ საქმე სხვისი ქონების განსაკუთრებით დიდი რაოდენობით მითვისებაზეა აღძრული.
ბულგაკოვი რუსეთის თავდაცვის სამინისტროში 2008 წლიდან მუშაობდა, 2010 წელს კი ის შოიგუს მოადგილედ დაინიშნა. 2022 წლის სექტემბერში ბულგაკოვი სხვა თანამდებობაზე გადაიყვანეს.