რუსეთში საქართველოდან მოსკოვში მიმავალი, ქართული ღვინით სავსე სატვირთო მანქანა გადაბრუნდა – ღვინო “ოცნების” ერთ-ერთი მსხვილი შემწირველის კომპანიისაა

რუსეთში საქართველოდან მოსკოვში მიმავალი, ქართული ღვინით სავსე სატვირთო მანქანა გადაბრუნდა – გავრცელებული ფოტოებიდან ჩანს, რომ ღვინო “ტიფლისური საგანძურის” მარკისაა, რომელიც შპს კახური ტრადიციული მეღვინეობას ეკუთვნის, რომლის მფლობელიც ზურაბ ჩხაიძეა, რომელსაც 2016 წლიდან ქართული ოცნებისთვის ნახევარ მილიონზე მეტი აქვს შეწირული
ადგილობრივი მილიციის ცნობით, შემთხვევა 12 ოქტომბრის საღამოს მოხდა – “ვოლვოს” მარკის სატვირთო მანქანის 38 წლის მძღოლმა კონტროლი დაკარგა და ბეტონის ბარიერს შეეჯახა, რის შედეგადაც ავტომობილი გადაბრუნდა. ავარიის შედეგად არავინ დაშავებულა. თუმცა, ტვირთი (ღვინის ყუთები) ნაწილობრივ დაზიანდა და გზაზე მიმოიფანტა, რამაც მოძრაობა შეაფერხა. შემთხვევის შემდეგ ჟელეზნოვოდსკის მერმა მოსახლეობას მოუწოდა, რომ თავი შეეკავებინათ მაროდიორობისგან და ალკოჰოლი ადგილზე დაეტოვებინათ

ასევე დაგაინტერესებთ

ლალი მოროშკინა: რაო? პირადად ბიძინა ივანიშვილს და “ოცენებას” ჰააგაში გასამართლებით ემუქრებით? მეტის ღირსი ვართ, რომ 2012წელს უკანალში შერჭობილი თავები ამოგაყოფინეთ!!! ასე იცის ზედმეტმა დემოკრატიამ!!!

საბა ბუაძე – „ქართული ოცნება“ ეუთოს მისიას ყელმოღერებით პრეტენზიებს რომ უცხადებს, თავად რა გააკეთეს ფაქტების გამოკვლევისთვის და დამნაშავეების დასჯისთვის? – გამოიძიეს ვინ იყვნენ პირუტყვები, რომლებმაც ახალგაზრდებს სისხლიანი დღეები მოუწყვეს?