რუსეთში სასამართლომ ომის საწინააღმდეგო პოსტებისთვის დაუსწრებლად მიუსაჯა პატიმრობა სახაროვის ცენტრის ყოფილ დირექტორს

რუსეთის სასამართლომ 18 ნოემბერს რვა წლით მიუსაჯა პატიმრობა სახაროვის ცენტრის ყოფილ დირექტორს, სერგეი ლუკაშევსკის.
განაჩენი, რომელიც დაუსწრებლად გამოიტანეს, ეფუძნება ლუკაშევსკისთვის რუსეთის არმიის შესახებ “ყალბი ცნობების” გავრცელებაზე წაყენებულ ბრალდებას.
სახაროვის ცენტრი იყო მუზეუმი და კულტურული ორგანიზაცია, რომელიც 1996 წელს გაიხსნა ცნობილი რუსი ფიზიკოსის და ნობელის პრემიის მფლობელის, ადამიანის უფლებების დამცველის, ანდრეი სახაროვის მემკვიდრეობის შესანარჩუნებლად. 2023 წლის აგვისტოში მოსკოვის სასამართლომ გააუქმა მუზეუმი, რომელიც რუსეთში ადამიანის უფლებების საკითხებზე მუშაობდა.
2022 წელს უკრაინაში რუსეთის სრულმასშტაბიანი შეჭრის შემდეგ, ლუკაშევსკიმ დატოვა. მისთვის წაყენებული ბრალდება მიემართებოდა ფეისბუკით გამოქვეყნებულ ხუთ პოსტს, რომლებითაც ლუკაშევსკი გმობდა უკრაინაში რუსეთის ჯარისკაცების მიერ ომის დანაშაულების ჩადენის შესახებ ცნობებს.

ასევე დაგაინტერესებთ

ირაკლი ჩხვირკია: 2008 წელს სახლიდან გავიქეცი, რომ ომში მიმეღო მონაწილეობა, 2022 წელს, უკრაინაში ვიყავი საბრძოლველად – თუ აქ, ათონელის სასახლესთან ვიღაცას მოვუწოდებდი და მერე გავიქეცი, ასეთი ირაკლი ჩხვირკიას დედა ვატირე!