რუსეთში საპრეზიდენტო არჩევნების ბოლო დღეს 50-ზე მეტი მოქალაქე დააკავეს

რუსეთში, საპრეზიდენტო არჩევნების მესამე დღეს სამართალდამცავებმა 50-ზე მეტი ადამიანი დააკავეს, – ინფორმაციას გამოცემა „მედუზა“ ავრცელებს.
ს საპრეზიდენტო არჩევნებში ხმის მიცემის დროს, ს 14 ქალაქში სულ მცირე 51 ადამიანი დააკავეს. დაკავებების ყველაზე მეტი რაოდენობა ყაზანში (მინიმუმ 23 ადამიანი) და მოსკოვში (მინიმუმ 10 ადამიანი) დაფიქსირდა.
შეგახსენებთ, დღეს, რუსეთში, მოსკოვის დროით 12:00 საათიდან, საპროტესტო აქცია „შუადღე პუტინის წინააღმდეგ“ მიმდინარეობს. აქცია 12:00 საათზე, საარჩევნო უბნებზე მისვლას და ამჟამინდელი პრეზიდენტის წინააღმდეგ ხმის მიცემის ან ბიულეტენის დაზიანებას ითვალისწინებს.