რუსეთში სანტა კლაუსის უცხოეთის აგენტად აღიარებას ითხოვენ, რადგან ის „ტრადიციულ ღირებულებებს უქმნის საფრთხეს“

უსაფრთხოებისა და კორუფციასთან ბრძოლის ფედერალური პროექტის ხელმძღვანელი ვიტალი ბოროდინი მოითხოვს, რომ სანტა კლაუსი რუსეთში უცხოეთის აგენტად აღიარონ.
რუსული მედიის ინფორმაციით, ამ ინიციატივით მან უკვე მიმართა ს გენერალურ პროკურატურას.
ბოროდინს მიაჩნია, რომ ბრენდად ქცეული პერსონაჟი პოპულარულია არამეგობრულ ქვეყნებში. სანტას აღიარების მაჩვენებელი 100%-ს უახლოვდება, ამავდროულად დასავლური შობის მთავარი სიმბოლო ცვლის რუსულ საახალწლო Деда Мороз-ს. მისი თქმით, ის ტრადიციულ ღირებულებებს უქმნის საფრთხეს.