რუსეთში სამუდამო პატიმრობა მიუსაჯეს „ს ხიდის“ აფეთქების საქმეზე ბრალდებულებს

ს სამხრეთის ოლქის სამხედრო სასამართლომ სამუდამო პატიმრობა მიუსაჯა „ს ხიდის“ აფეთქების საქმეზე ბრალდებულ 8 პირს: არტიომ აზატიანს, გეორგი აზატიანს, ოლეგ ანტიპოვს, ალექსანდრ ბილინს, ვლადიმირ ზლობს, დმიტრი ტიაჟელიხს, რომან სოლომკოს და არტურ ტერჩანიანს. ისინი ს, უკრაინის და სომხეთის მოქალაქეები არიან.
სასამართლო პროცესი ქალაქ დონის როსტოვში, დახურულ რეჟიმში 2025 წლის თებერვლიდან მიმდინარეობდა. დღეს, 27 ნოემბერს გამოცხადებული განაჩენით, მოსამართლემ დააკმაყოფილა ბრალდების მხარის შუამდგომლობა სასჯელად სამუდამო პატიმრობის გამოყენების შესახებ.
„ყირიმის ხიდზე“ 2022 წლის ოქტომბერში მომხდარი აფეთქებიდან რამდენიმე დღის განმავლობაში რუსი სამართალდამცავების მიერ დაკავებულთა წინააღმდეგ სისხლის სამართლის საქმეები აღძრული იყო ტერაქტის, ასაფეთქებელი ნივთიერებებისა და მოწყობილობების უკანონოდ შეძენა-შენახვა-გადაცემის და კონტრაბანდის მუხლებით. ადვოკატების ინფორმაციით, ბრალდებულებმა დანაშაულის ჩადენა უარყვეს.
სოლომკო და ზლობი ხერსონელი მეწარმეები არიან, ძმები აზატიანები ქალაქ არმავირში მდებარე საწყობის მფლობელები, ტერჩანიანი მძღოლი, ბილინი ანექსირებული ყირიმიდან ხილითა და ბოსტნეულით მოვაჭრე, ანტიპოვი პეტერბურგელი ლოგისტი და ტიაჟელიხი ლიპეცკის მცხოვრები, რომელიც სიმ-ბარათების გაქირავებით იყო დაკავებული.
ერთ-ერთმა ადვოკატმა BBC-ს განუცხადა, რომ საქმის მასალებში ბრალის დამადასტურებელი არანაირი მტკიცებულებები არ არის და გაასამართლეს ადამიანები, რომლებიც „არასწორ დროს არასწორ ადგილას აღმოჩნდნენ”.
რუსეთის მიერ ყირიმის ანექსიის შემდეგ აშენებულ ხიდზე, რომელიც ერთმანეთთან აკავშირებს ქერჩის და ტამანის ნახევარკუნძულებს, ძლიერი აფეთქება 2022 წლის 8 ოქტომბერს, ში რუსული არმიის ფართომასშტაბიანი შეჭრიდან რამდენიმე თვეში მოხდა.
ხიდზე აფეთქდა სატვირთო ავტომანქანა, რომელშიც გამოძიების ინფორმაციით, ასაფეთქებელი ნივთიერებები იყო. აფეთქებამ გამოიწვია ხიდის საავტომობილო ნაწილის ნგრევა და ძლიერი ხანძარი ხიდის სარკინიგზო ნაწილზე. რუსეთის მონაცემებით, დაიღუპა ხუთი ადამიანი.
რუსეთის ხელისუფლებამ აფეთქების ორგანიზებაში უკრაინის სპეცსამსახურები დაადანაშაულა. მ 2023 წლის ივლისში დაადასტურა, რომ „ყირიმის ხიდზე” აფეთქება მისი ორგანიზებული იყო.
2024 წლის ოქტომბერში რუსეთმა „სახელმწიფოთაშორისი ძებნა“ გამოაცხადა საქართველოს მოქალაქე ალექსანდრე ინასარიძესა და უკრაინის მოქალაქე სერგი ანდრეიჩენკოზე, რომლებსაც „ყირიმის ხიდის„ აფეთქებასთან კავშირში ადანაშაულებს.
რამდენიმე თვით ადრე, 2024 წლის მარტში, მოსკოვის ბასმანის რაიონის სასამართლომ ალექსანდრე ინასარიძეს დაუსწრებლად შეუფარდა აღკვეთის ზომა – პატიმრობა.
ფორუმი

ასევე დაგაინტერესებთ