რუსეთში, სავარაუდოდ, ინტერნეტის უდიდესი გათიშვა მოხდა

30 იანვარს რუსეთში, სავარაუდოდ, ყველაზე ფართომასშტაბური ინტერნეტგათიშვა მოხდა.
მომხმარებლები, რომლებიც დომენი .RU-ს ზონაში იმყოფებოდნენ, რამდენიმე საათის განმავლობაში ვერ ხსნიდნენ ვებგვერდებს, აპლიკაციებსა და სხვა სერვისებს.
შეფერხება შეეხო რუსულ სოციალურ ქსელ ВКонтакте-სა და იანდექსის სერვისებსაც, ასევე სახელმწიფო საიტებსა და ბანკებს. რუსულ საიტებზე წვდომა შეფერხებული იყო ს საზღვრებს გარეთ მცხოვრები ხალხისთვისაც.
გათიშვა სავარაუდოდ უკავშირდება DNS-ის (Domain Name System) მუშაობის შეფერხებას. ეს არის იერარქიული, დეცენტრალიზებული სისტემა ადამიანისთვის ხელსაყრელი დომენური სახელების ციფრულ IP მისამართებად გადასაყვანად.
როგორც რუსეთის ციფრული განვითარების სამინისტრომ დაადასტურა, .RU ზონაში დაირღვა DNSSEC-ის სისტემის მუშაობა. ეს არის DNS-ის პროტოკოლის გაფართოებული ნაკრების სახელი. სისტემა იცავს მონაცემებს ჩანაცვლებისგან და ადასტურებს მათ ავთენტურობას.
რუსულ დამოუკიდებელ მედიებში შეფერხების მიზეზად სამ თეორიას ასახელებენ: 1. წარმატებული ჰაკერული თავდასხმა; 2. დომენი .RU-ს ზონის ადმინისტრატორების შეცდომა; 3. რუნეტის (რუსულენოვანი ინტერნეტი) სრული იზოლაციის პირობებში მუშაობის წარუმატებელი გამოცდა.