რუსეთში, სავარაუდოდ, დრონით შეტევა იყო ილსკის ნავთობგადამამუშავებელ ქარხანაზე

რუსეთის კრასნოდარის მხარეში ხანძარი გაჩნდა ილსკის ნავთობგადამამუშავებელ ქარხანაში. ადგილობრივი ხელისუფლება ღამის 2 საათისთვის დაწყებული ხანძრის გამომწვევ მიზეზს არ ასახელებს, თუმცა სავარაუდოა, რომ ქარხანაზე უპილოტო საფრენი აპარატებით შეტევა იყო.
რუსული ტელეგრამ-არხების ცნობით, ხანძრამდე რამდენიმე აფეთქება მოხდა.
დღეს დილით, ს სახელმწიფო სააგენტო „ტასი“ საგანგებო სიტუაციების სამსახურზე დაყრდნობით წერს, რომ ხანძარი ლიკვიდირებულია და მისი გამომწვევი მიზეზები დადგენის ეტაპზეა.
რუსეთის თავდაცვის სამინისტროს მიერ დილით გამოქვეყნებული ზოგადი მონაცემების მიხედვით, ღამის განმავლობაში „გაანადგურეს“ თვითმფრინავის ტიპის 19 „უკრაინული“ უპილოტო საფრენი აპარატი, მათ შორის 2 კრასნოდარის მხარეში.
ს ილსკის ქარხანაზე დრონებით შეტევის შესახებ ჯერჯერობით არაფერი უთქვამს. კრასნოდარის მხარის ამ ნავთობგადამამუშავებელ ქარხანაზე დრონებით შეტევა იყო 2023 წლის მაისშიც.
2024 წლის 25 იანვარს ხანძარი იყო კრასნოდარის მხარის ქალაქ ტუაფსეში, ნავთობის ბაზაზე. მანამდე – ქალაქ სანქტ-პეტერბურგის და ბრიანსკის ოლქის ქალაქ კლინცის ნავთობის ბაზებზე. უკრაინის სპეცსამსახურებში დაადასტურეს, რომ ამ ობიექტებს დრონებით შეუტიეს.

ასევე დაგაინტერესებთ

გიორგი ახობაძე – კი ამბობენ, რომ სისტემატურად მოვიხმარდი ნარკოტიკს, მაგრამ რასაც სისტემატურად მოვიხმარდი, არის „შტანგა“ – ცხოვრების გარკვეულ მონაკვეთში იყო ეს პრობლემა და ამაყი რომ ვარ, დავამარცხე, ამ წუთას ამ მიმართულებით ჯანმრთელი ვარ

კახა კალაძე – მესაკუთრის გარდა არავინაა უფლებამოსილი, განკარგოს მისი ქონება – საკრებულოს დადგენილება კი, რაც არგუმენტად მოჰყავდათ, იმ შემთხვევებს ეხება, როცა ტერიტორია გეოლოგიურად საშიშია და შეგვიძლია 100%-იანი თანხმობის გარეშე პროცესის დაწყება