რუსეთში საგზაო პოლიციის კამერისთვის შუა თითის ჩვენება 1000 რუბლამდე ჯარიმით ან 15 დღემდე პატიმრობით ისჯება

რუსეთში საგზაო პოლიციის კამერისთვის შუა თითის ჩვენება 1000 რუბლამდე ჯარიმით ან 15 დღემდე პატიმრობით ისჯება, – ამის შესახებ most.universe იუწყება.
საგზაო პოლიციის კამერისთვის შუა თითის გაშვერა ფორმულირდება, როგორც წვრილმანი ხულიგნობა, რაც შესაძლოა ადამიანს 15 დღით თავისუფლების აღკვეთად დაუჯდეს.
როგორც ავტოიურისტი ლევ ვოროპაევი განმარტავს: “კამერის ან საგზაო პოლიციის თანამშრომლის მიმართ ჟესტი = ხელისუფლების უპატივცემულობას (ს ფედერაციის ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 20.1 მუხლი, ნაწილი 1). სასჯელი: 1000 რუბლამდე ჯარიმა ან 15 დღემდე პატიმრობა”