რუსეთში საგანგებო სიტუაციების სამინისტროს ვერტმფრენი ჩამოვარდა

რუსეთში, კარელიის მხარეში საგანგებო სიტუაციების სამინისტროს ვერტმფრენი Mi-8 ჩამოვარდა .
სამინისტროს ცნობით, ვერტმფრენთან კავშირი 4 თებერვალს შეწყდა. ის ონეგის ტბის თავზე საწვრთნელ ფრენას ასრულებდა.
უწყების ცნობით, ვერტმფრენზე ეკიპაჟის სამი წევრი იმყოფებოდა.
დღეს სამინისტრომ გაავრცელა ცნობა, რომ ვერტმფრენის ნამსხვრევები ტბის სანაპიროდან 11 კილომეტრში აღმოაჩინეს, იმ ადგილზე, სადაც ფრაგმენტები ნახეს, ტბის სიღრმე 40-დან 50 მეტრამდე მერყეობს.

ასევე დაგაინტერესებთ