რუსეთში მუსიკოსს, რომელმაც სუპერმარკეტში პროდუქტებს ფასების ეტიკეტები მოაშორა და ისინი ანტისაომარი შეტყობინებებით ჩაანაცვლა, 7-წლიანი თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა. სანქტ-პეტერბურგის სასამართლომ 33 წლის საშა სკოჩილენკოს ბრალი მცდარი ინფორმაციის გავრცელებისთვის დასდო.
“მე არ მეშინია და შეიძლება სწორედ ამიტომ ეშინია ჩემს მთავრობას ჩემი,” – თქვა სკოჩილენკომ თავის უკანასკნელ სასამართლო პროცესზე.
“რუსეთის არმიამ მარიუპოლში ხელოვნების სკოლები დაბომბა. 400-მდე ადამიანი ამ სკოლებში თავს აფარებდა,” – წერია ერთ-ერთ შეტყობინებაში, რომელსაც მუსიკოსმა პროდუქტს ფასის ეტიკეტის ნაცვლად დააკრა. “რუს წვევამდელებს უკრაინაში აგზავნიან. ჩვენი ბავშვების სიცოცხლე ამ ომის ფასია,” – ნათქვამია სხვა მსგავს წერილში.
