რუსეთში პოლიციაში დაასმინეს ქალი, რომელმაც ეკლესიაში ნავალნისთვის ლოცვა შეუკვეთა – მედია

რუსეთში, უდმურტიაში მცხოვრები ქალი ამბობს, რომ მას შემდეგ, რაც ციხეში დაღუპული ოპოზიციონერი პოლიტიკოსისთვის, სთვის ლოცვა შეუკვეთა, იგი პოლიციაში დაასმინეს.
ქალი უყვება „ოვდ-ინფოს“, რომ 20 თებერვალს ერთ-ერთ ეკლესიაში ალექსეი ნავალნისთვის განსვენების ლოცვის წაკითხვა ითხოვა, ხოლო 22 თებერვალს ეკლესიიდან დაურეკეს და ჰკითხეს, იყო თუ არა მორწმუნე ადამიანი, ვისთვისაც ლოცვა ითხოვა და მისი გვარის დაზუსტება სთხოვეს. რამდენიმე საათში, ქალს პოლიციიდან დაურეკეს და განყოფილებაში, „ახსნა-განმარტების მისაცემად“ მისვლა მოსთხოვეს.
„მედუზა“ წერს, რომ გაუგებარია, თუ როგორ გაიგეს ეკლესიაში, რომ ქალმა სწორედ ნავალნისთვის ითხოვა ლოცვა. გამოცემა აღნიშნავს, რომ გვარს ასეთ დროს არ უთითებენ – მხოლოდ სახელს. უცნობი უნდა ყოფილიყო ისიც, ვინ ითხოვა ლოცვა – ქაღალდი, რომელზეც ასეთ დროს გარდაცვლილის სახელს წერენ, წესით, ანონიმური უნდა იყოს.
ს სასჯელაღსრულების ფედერალური სამსახურის განცხადებით, ციხეში ოპოზიციონერი ალექსეი ნავალნი 16 თებერვალს დაიღუპა.
უწყების ცნობით, „სეირნობისას მან თავი ცუდად იგრძნო და პრაქტიკულად, იმ წამსვე გონება დაკარგა. სასწრაფოს ექიმებმა დაადგინეს მსჯავრდებულის გარდაცვალება“. მათივე ცნობით, დგინდება ნავალნის გარდაცვალების მიზეზები. მისი ცხედარი ოჯახისთვის ჯერაც არ გადაუციათ.
ალექსეი ნავალნი რუსი ოპოზიციონერი პოლიტიკოსი იყო. იგი 2000-იანი წლების ბოლოდან მონაწილეობდა პოლიტიკურ ცხოვრებაში და ჰქონდა სხვადასხვა ანტიკორუფციული პროექტი. იყო ხელისუფლების საწინააღმდეგო აქციების ორგანიზატორი და მონაწილეც.
ნავალნისა და მის გუნდს გამოქვეყნებული აქვთ არაერთი გამოძიება რუსი ჩინოვნიკების კორუფციაზე, მათ შორის – სა და დიმიტრი მედვედევის შესახებ.
2018 წელს ნავალნის საპრეზიდენტო არჩევნებში სურდა მონაწილეობა, თუმცა რუსეთის მ კანდიდატად არ დაარეგისტრირა.
2020 წელს მისი მოწამვლა სცადეს, რის შემდეგაც ნავალნი გერმანიაში მკურნალობდა. მასზე აღძრული სისხლის სამართლის საქმეების მიუხედავად, ნავალნი რუსეთში დაბრუნდა, რის შემდეგაც ციხეში აღმოჩნდა. მალევე, ნავალნის „კორუფციასთან ბრძოლის ფონდი“ და მასთან დაკავშირებული სტრუქტურები ხელისუფლებამ კანონგარეშედ გამოაცხადა.
ციხეში ყოფნისას ნავალნი მუდმივად გადაჰყავთად „შიზოში“ – საჯარიმო იზოლატორში. 2023 წლის ბოლოს კი რუსეთის უკიდურეს ჩრდილოეთში არსებულ კოლონიაში გადაიყვანეს.