რუსეთში პირველად 40 წლის განმავლობაში ტელევიზიით არ უჩვენებენ ოლიმპიადას

პირველად 40 წლის განმავლობაში, ოლიმპიური თამაშები არ იქნება ნაჩვენები რუსულ ტელესივრცეში. ამის შესახებ Sports.ru და სხვა გამოცემები წერენ.

რადიო თავისუფლების რუსული სამსახურის ცნობით, ფედერალურმა სატელევიზიო არხებმა “პერვიმ” და “როსსია -1”-მა ოლიმპიადის ეთერში ტრანსლაციაზე უარი თქვეს პოლიტიკური მიზეზებით გამოწვეული “არსებული რეალობის” გამო. მანამდე “კომსომოლსკაია პრავდა” წერდა, რომ სატელევიზიო არხებმა “არასწორად” მიიჩნიეს ოლიმპიადის ჩვენება, რომელზეც დან რამდენიმე სპორტსმენი დაუშვეს მხოლოდ ნეიტრალური სტატუსით.
ოლიმპიური შეჯიბრებების ტრანსლაციის უფლების შეძენის შესახებ მოლაპარაკებებს Match TV-ი და vk holding-ი აწარმოებდნენ. თუმცა, აპრილში თაღლითობის ბრალდებით დააკავეს რუსეთში ოლიმპიადის ჩვენების უფლების მფლობელი, “ტელეპორტის” ხელმძღვანელი, პიტერ მაკარენკო. გარდა ამისა, მას შემდეგ რაც ცნობილი გახდა, რომ ოლიმპიადაზე წასვლაზე უარი თქვა მასზე დაშვებულმა ზოგიერთმა რუსი სპორტსმენმა, მილიონიანი კონტრაქტების დადება არაპრაქტიკული აღმოჩნდა.
საბოლოოდ არც Match TV-მ და არც vk-მ არ შეიძინეს უფლებები და ოფიციალურად არ აჩვენებენ ოლიმპიადას, რომელიც პარიზში 26 ივლისს იწყება.
ბოლოს რუსეთში ოლიმპიური თამაშები ტელევიზიით არ აჩვენეს 1984 წელს, როდესაც სსრკ-მა მათ ბოიკოტი გამოუცხადა.

ასევე დაგაინტერესებთ

გიორგი ვაშაძე – დარწმუნებული ვარ, ოპოზიციაში კოალიციურ მთავრობაზე შეთანხმება შედგება, პრობლემა ნამდვილად არ იქნება – ოპოზიციურ პარტნიორებთან გვექნება კომუნიკაცია, ყველას აზრი გვაინტერესებს

თინა ბოკუჩავა – ისტორიული არჩევნების შემდეგ დაუშვებელია მოლაპარაკებები გაიწელოს იმგვარად, რომ სახელისუფლებო ვაკუუმი შეიქმნას, მნიშვნელოვანია, დროულად მოხდეს კოალიციური მთავრობის დაკომპლექტება – კონკრეტულ სახელ-გვარზე საუბარი არ ყოფილა