რუსეთში ორმა სკოლის მოსწავლემ ავიაბაზაზე ვერტმფრენი МИ-8 დაწვა

ომსკში ორმა სკოლის მოსწავლემ ადგილობრივ ავიაბაზაზე ვერტმფრენი МИ-8 დაწვა. ცეცხლის გაჩენისთვის მათ 20 000 დოლარს შეპირდნენ.

მოსწავლეები ავიაბაზაზე 21 სექტემბრის ღამეს შეიპარნენ და ვერტმფრენს ე.წ. მოლოტოვის კოქტეილი ესროლეს.

ახალგაზრდები მალევე პოლიციამ დააკავა. დივერსანტები 16 წლის რომა და ანტონი აღმოჩნდნენ. მათი თქმით Telegram-ში უცნობმა ცეცხლის გაჩენის სანაცვლოდ $20 000 შესთავაზა. სკოლის მოსწავლეებს ფული არ ჩარიცხვიათ.

რამდენიმე დღით ადრე მსგავსი შემთხვევა მოხდა ნოიაბრსკშიც. მაშინ ასევე სკოლის მოსწავლეებს 5 მილიონ რუბლს დაპირდნენ.

წყარო

ასევე დაგაინტერესებთ