რუსეთში ომის მოწინააღმდეგე აქტივისტს 15 წლით მიუსაჯეს პატიმრობა

რუსეთის შორეული აღმოსავლეთის ქალაქ ხაბაროვსკში სასამართლომ 3 მაისს ომის მოწინააღმდეგე აქტივისტს, ანგელ ნიკოლაევს, 15 წლით მიუსაჯა პატიმრობა, სამხედრო გაწვევის ცენტრში ხანძრის გაჩენის, ს დროშის შეურაცხყოფისა და ვანდალიზმის ბრალდებებით.
ნიკოლაევი 2023 წლის ივლისში დააკავეს, მას შემდეგ, რაც მან წითელი საღებავი შეასხა ში რუსეთის შეჭრის შედეგად დაღუპული რუსი სამხედროების საფლავების თავზე მოფრიალე დროშებს. ნიკოლაევი თავს დამნაშავედ არ ცნობს შეურაცხყოფის და ტერორიზმის ბრალდებებში.
მას შემდეგ, რაც 2022 წლის თებერვალში რუსეთი უკრაინაში სრული მასშტაბით შეიჭრა, ათობით აქტივისტს მიუსაჯეს პატიმრობა სამხედრო გაწვევის ცენტრებზე ხანძრის გაჩენის ბრალდებით.

ასევე დაგაინტერესებთ

ვოლოდიმირ ზელენსკი – ახლო აღმოსავლეთში ირანული რაკეტების ერთობლივი ჩამოგდება არაფრით განსხვავდება რუსული რაკეტების ჩამოგდებისგან, ირანული „შაჰედების“ ჩამოგდებისგან, რომლებიც აერთიანებენ რუსეთის და ირანის რეჟიმებს