რუსეთში ომის მოწინააღმდეგე 62 წლის აქტივისტი ციხის გამკაცრებულ პირობებში მოათავსეს

ადამიანის უფლებების რუსი აქტივისტის, სვიატოსლავ ხრომენკოვის თქმით, ციმბირში მდებარე ციხის მესვეურებმა ომის მოწინააღმდეგე 62 წლის აქტივისტი, ნატალია ფილონოვა გამკაცრებულ პირობებში მოათავსეს.
ფილონოვა ამჟამად იმყოფება ციხის იმ განყოფილებაში, სადაც პატიმრებზე უფრო მკაცრი კონტროლია დაწესებული, მათ შეზღუდული აქვთ წვდომა ციხის სხვა არეალებზე და ასევე ეზღუდებათ შეხვედრები ახლობლებთან.
ფილონოვას 17 თვით აქვს მისჯილი პატიმრობა 2022 წელს, უკრაინის ომში მოქალაქეთა გაწვევის საწინააღმდეგო აქციაზე პოლიციელებზე თავდასხმის ბრალდებით. ფილონოვა ბრალდებას არ ცნობს და მას პოლიტიკურად მოტივირებულს უწოდებს.

ასევე დაგაინტერესებთ

მარგუს ცაჰკნა – ესტონეთი მყარად უდგას ქართველებს გვერდში – თქვენი სიმყარე, ღირსება და ევროპული ღირებულებებისადმი ურყევი ერთგულება ნამდვილად შთამაგონებლად რჩება – ძლიერი შეხსენებაა იმისა, რომ დემოკრატიის სულს ვერ გააჩუმებ

გიორგი სიორიძე – მნიშვნელოვანია, რომ მშვიდობიანი პროტესტი გაგრძელდეს და თანმიმდევრული ბრძოლით გავისტუმროთ რეჟიმი პოლიტიკურ მოუსავლეთში – ქართველი ხალხი არ შეეგუება, არ აპატიებს „ქართულ ოცნებას“, წაართვას ევროპული მომავალი