რუსეთში, ნავთობგადამამუშავებელ ქარხანაზე დრონებით თავდასხმა განხორციელდა

რუსეთის ფედერაციის კალუგის ოლქში წუხელ, ნავთობგადამამუშავებელ ქარხანაზე დრონებით თავდასხმა განხორციელდა, – ამის შესახებ რამდენიმე რუსული „ტელეგრამ“ არხი ადგილობრივ მცხოვრებთა მიერ მიწოდებულ ინფორმაციაზე დაყრდნობით იუწყება.
გავრცელებული ინფორმაციით, ნავთობგადამამუშავებელი ქარხნის, „პირველი ქარხნის“ მიდამოებში აფეთქებების ხმები ისმოდა. ადგილობრივების განცხადებით, აფეთქებების ხმების შემდეგ ნავთობის საცავის ტერიტორიაზე ცეცხლი და კვამლი გამოჩნდა.
„ტელეგრამ“ არხი Astra წერს, რომ ქარხნიდან ღამით თანამშრომლების ევაკუაცია განხორციელდა.

ასევე დაგაინტერესებთ

“იცით, რა არის ეს? ეს არის სისტემა, რომელიც ინვესტორს აძლევს უფლებას, პირდაპირ უჩივლოს სახელმწიფოს საერთაშორისო არბიტრაჟში (მაგალითად, ვაშინგტონში, მსოფლიო ბანკის ეგიდით მოქმედ ICSID-ში). შედეგად, საქართველო მიიღებს მრავალმილიარდიან სარჩელს…”