რუსეთში ნავალნის ხსოვნისადმი მიძღვნილ აქციებზე 400-ზე მეტი ადამიანი დააკავეს

ალექსეი ნავალნის ხსოვნისადმი მიძღვნილ აქციებზე ს ქალაქებში 400-ზე მეტი ადამიანი დააკავეს.
როგორც რუსული მედია წერს, 16 და 17 თებერვალს რუსეთის 37 ქალაქში 401 ადამიანი დააკავეს. აქედან ყველაზე მეტი – 200-ზე მეტი – სანქტ-პეტერბურგში, 49- მოსკოვში, 19 – სტავროპოლში. OVD-Info-ს ცნობით, დაკავებულთა შორის 4 ჟურნალისტია.
დაკავებულებს ემუქრებათ 500 რუბლიდან 50 ათას რუბლამდე ჯარიმის გადახდა და პატიმრობა 15 დღემდე ვადით.